გამოგვიწერეთ

ტრანსფერები

გიორგი გაგუა სლოვაკეთში ითამაშებს – კვიპროსი ბოლო მომენტში ჩაიშალა

გააზიარეთ

Geo Team-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, 20 წლის ქართველი თავდამსხმელი გიორგი გაგუა კარიერას სლოვაკეთის უმაღლეს დივიზიონში გააგრძელებს.

ფეხბურთელი უკვე შეუთანხმდა დუნაისკა სტრედას, რომელიც მას ხორვატული ისტრადან სრულფასოვანი ტრანსფერით გადაიბარებს. მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია და გაგუა სლოვაკურ კლუბთან 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

საინტერესოა, რომ გაგუას კარიერა თავიდან კვიპროსში უნდა გაგრძელებულიყო – ის უკვე მიფრინავდა ლიმასოლში, სადაც აელთან კონტრაქტს აწერდა ხელს, თუმცა ტრანსფერი გაურკვეველი მიზეზით ბოლო მომენტში ჩაიშალა და ფეხბურთელი საქართველოში დაბრუნდა.

დუნაისკა სტრედაში გაგუა ერთადერთი ქართველი არ იქნება – მომავალ სეზონში კლუბის მაისურით ცოტნე კაპანაძეც იასპარეზებს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ტრანსფერები