გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

საფეხბურთო კლუბ გონიოს შექმნის ისტორია

გააზიარეთ

საფეხბურთო კლუბ გონიოს დაარსების იდეის შესახებ გუნდის პრეზიდენტმა, დავით დოლიძემ lelo.ge-სთან ინტერვიუში ისაუბრა:

„ჩემი ძმა, დიმიტრი დოლიძე, 2005-06 წლებში ბათუმის დინამოში თამაშობდა. ნიჭიერი ფეხბურთელი იყო და უცხოეთში გადასვლაც შესთავაზეს, თუმცა სამედიცინო შემოწმებისას გულის პრობლემა აღმოუჩინეს და იძულებული გახდა ფეხბურთს დამშვიდობებოდა. მაშინ მხოლოდ 14 წლის ვიყავი, მაგრამ შევპირდი – გავიზრდები, გუნდს შევქმნი და იქ მაინც ითამაშებ-მეთქი!..

ამიტომ მინდოდა იმდენი ფული მქონოდა, რომ ძმის ოცნება ამეხდინა. როცა შესაძლებლობა გამიჩნდა, დავაფუძნე გონიო, რომელიც ამბიციური კლუბი იქნება. თავიდან ფინანსური მხარდაჭერა მაჭახელას შევთავაზე, მაგრამ შეთანხმება ვერ შედგა.

ამ დროს მეგობარმა მითხრა, გონიოში სტადიონიაო, იქ შევქმნათ გუნდიო. 5 მეგობარი შევიკრიბეთ და 2021 წელს პირველად დავარეგისტრირეთ ბათუმი, თუმცა შემდეგ გონიო დავარქვით. იუვენტუსის ფორმის ფერები ავირჩიეთ, ლოგოდ – გონიოს ციხე, ხოლო კლუბის ჰიმნი ნიკოლშოუმ დაგვიწერა – „მოდის, მოდის გონიო!”

მიზანი ყოველ წელს ერთი საფეხურით მაღლა ასვლა და საქართველოს თასის ფინალში გასვლაა. ჩემი ძმა გუნდის განაცხადშიც იქნება და მინიმუმ ბოლო 5 წუთს მაინც ითამაშებს. თუმცა, არ მინდა ისე გაიგოთ, რომ მას შემდეგ ფეხბურთზე აღარ ვიფიქრებ – ეს გრძელვადიანი პროექტია, რომელიც აჭარას და მთლიანად ქართულ ფეხბურთს უნდა დაეხმაროს ახალი ტალანტების აღმოჩენაში,“ – ამბობს დოლიძე.

გონიო ამჟამად მეორე ლიგაში ასპარეზობს. კლუბი 2022 წელს მეოთხე ლიგაში გადავიდა, 2023-ში მესამე ლიგაში, 2024 წელს კი უკვე მეორე ლიგაში აღზევდა. ახლა გუნდის მთავარი მიზანი უმაღლეს ლიგაში თამაშია.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი