გამოგვიწერეთ

კალათბურთი

დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები გამოვლიდნენ

გააზიარეთ

დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ. ფინალში გასასვლელად კსუ ქუთაისს დაუპირისპირდება, ხოლო ვსა – ბათუმს. რიონისპირელთა გარდა, ყველა ჯგუფებში პირველადგილოსანია – ქუთაისი საუკეთესო მეორეადგილოსანი აღმოჩნდა.

A ჯგუფი

კსუ (თბილისი)-ორბი (ტყიბული) 70:122

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდმა ჯგუფში საწყისი მატჩები გამანადგურებელი სხვაობებით მოიგო და პირველი ადგილი განაღდებული ჰქონდა. ამიტომ, ორბთან ორი ამერიკელი დაასვენა, სხვა სასტარტოებიც უმნიშვნელოდ დატვირთა და თამაშის საშუალება ახალგაზრდა სათადარიგოებს მისცა.

შედეგად ტყიბულის გუნდმა იოლი გამარჯვება მოიპოვა, რამაც ჯგუფში არაფერი შეცვალა. ორბი ბოლო ადგილზე გავიდა, ხოლო კსუ პირველზე და თან ისე, რომ საბოლოოდ პირველადგილოსანთაგან საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.

ამ ჯგუფში ორი მოგება და ერთი მარცხი მარგვეთსაც ჰქონდა, მაგრამ კსუ-მ

ივერიონი (გორი)-მარგვეთი (ზესტაფონი) 91:98

ამ გუნდებიდან ორივეს დიდი სხვაობით ჰქონდა კსუ-სთან წაგებული, ხოლო დებულების თანახმად, ყველა მეორეადგილოსანს რომ თამაშების თანაბარი ოდენობა რომ ჰქონოდა ჩატარებული, ბოლოადგილოსან ორბთან ნაჩვენები შედეგი ანგარიშში არ ეთვლებოდათ. შესაბამისად, ნახევარფინალში მეორე ადგილიდან გასვლის შანსიც, ფაქტობრივად, არ არსებობდა. ამის შანსი რომ ჰქონოდა, რომელიმე მათგან 50 და კიდევ უფრო მეტი სხვაობით უნდა ემარჯვა. ეს არარეალური იყო და ფაქტობრივად უშანსოდ მყოფი გუნდების ორთაბრძოლა მარგვეთმა მოიგო. ორივე გუნდმა შეხვედრა შესათამაშებლად გამოიყენა.

B ჯგუფი

ქუთაისი-ბათუმი 86:96

ეს გახლდათ პრინციპული მატჩი, რომლის გამარჯვებულიც ჯგუფში პირველ ადგილს იკავებდა, თუმცა, რაკი ორივე მათგანს პირველი მატჩები სოლიდური სხვაობებით ჰქონდა მოგებული, თუკი დიდი სხვაობით არ წააგებდა, დამარცხებული გუნდის ფლეი ოფში გასვლაც დიდად სავარაუდო გახლდათ.

საბოლოოდ ასეც მოხდა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და ბათუმმა დაამარცხა ქუთაისი და ნახევარფინალში გავიდა. იმერულ კლუბს პირველ ტურში თსუ 33 ქულით ჰყავდა დამარცხებული და ბათუმთან შვიდი ქულით წაგების შემდეგ მეორე ადგილზე ერთი მოგებითა და ბურთების 26-ქულიანი დადებითი ბალანსით დაჯდა. ქუთაისელები დაელოდნენ ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს და რუსთავთან მატჩში ვსა-ს ქომაგბოდნენ.

C ჯგუფი

რუსთავი-ვსა 63:79

ორივე გუნდს ჯგუფის პირველი მატჩი მოგებული ჰქონდა და გამარჯვებული ავტომატურად პირველ ადგილს იკავებდა. ქუთაისი ვსა-ს იმის გამო ქომაგობდა, რომ რუსთავი მოგების შემთხვევაში პირველ ადგილზე და წაგებულ ვსა-ს მეორე ადგილიდან ჰქონდა ფლეი ოფში გასვლის შანსი. იმის გამო, რომ ვსა-ს პირველ ტურში 37 ქულით ჰყავდა გურჯაანი დამარცხებული და რუსთავთან 10 ქულით მარცხიც აწყობდა, საუკეთესო მეორეადგილოსანი რომ გამხდარიყო.

თუმცა, ვსა-მ დამაჯერებლად სძლია რუსთავს და პირველ ადგილზე გავიდა. რუსთავმა მეორე ადგილი დაიკავა, მაგრამ ბურთების შეფარდებით ქუთაისს გვარიანად ჩამორჩა და ფლეი ოფში ვეღარ გავიდა.

ასე და ამგვარად ოთხივე ნახევარფინალისტი გამოვლინდა: 30 ოქტომბერს ვსა- ბათუმი 13:30 საათზე გაიმართება, ხოლო კსუ-ბათუმი 16:00 საათზე.

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად კალათბურთი