გამოგვიწერეთ

კალათბურთი

16 წლის ქართველი ევროლიგის განაცხადში

გააზიარეთ

ქართველი კალათბურთელი მათე ხატიაშვილი ესპანურმა ბასკონიამ ევროლიგის განაცხადში შეიყვანა.

ევროპის ერთ-ერთი წამყვანი ლიგის გუნდმა ჩვენებური ამ სეზონის დასაწყისში ასაკობრივი გუნდიდან ძირითადში დააწინაურა და ხატიაშვილი ესპანეთის უმაღლესი ლიგის განაცხადში შეიყვანა.

ბასკონიას სამწვრთნელო შტაბი ამას არ დასჯერდა და ხატიაშვილს კიდევ უფრო დიდი ნდობა გამოუცხადა. 16 წლის ქართველი გამთამაშებელი ბასკონიელებმა ევროლიგის განაცხადშიც შეიყვანეს, რაც უბრალო ამბავი არ გახლავთ. ასეთ ასაკში არათუ ქართველს, ზოგადად ნებისმიერ კალათბურთელს ფაქტობრივად არ უწევს ევროპის უძლიერესი ლიგის კლუბის განაცხადში მოხვედრა.

ბასკონიას საევროლიგო განაცხადში სულ 19 კალათბურთელია. ხატიაშვილი ბასკონიას განაცხადში, 30 ნომრითაა წარმოდგენილი.

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი