გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

დავითაშვილის დუბლმა გუნდს მხოლოდ ქულა მოუტანა

გააზიარეთ

ზურიკო დავითაშვილი სენტ ეტიენი ლიგა 2-ის მე-17 ტურის საშინაო მატჩში შინ აუტსაიდერ ბასტიასთან დაუხვდა და მოულოდნელად ქულები დაკარგა – 2:2.

სენტ ეტიენი დიდ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ საგოლე მოემნტები მეტოქემ უკეთ გამოიყენა და ლიდერს ქულები აართვა. „მწვანეები“ ორჯერ აგებდნენ, მაგრამ ორივეჯერ დავითაშვილმა გაათანაბრა.

სენტ ეტიენის ბოლოს მოგებაც შეეძლო, მაგრამ პენალტი ვერ გაიტანა. არადა, აქამდე გუნდში პენალტებს ქართველი ურტყამდა, ახლა კი, ეს მისია სხვამ გადაიბარა და…

მიმდინარე ლიგა 2-ში დავითაშვილს რვა გოლი მოუგროვდა და ბომბარდირთა სიას ბენტაიებთან და დურანთან ერთად ლიდერობს.

რაც შეეხება სენტ ეტიენს, 30 ქულა აქვს და ცრილში მეორე ადგილზეა. მომდევნო მატჩს კი, ახალი წლების შემდეგ, 3 იანვარს, ლე მანთან სტუმრად ითამაშებს.

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები