გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ბუდუ ტრავმირებულია, გოჩოლეიშვილმა ნახევარი ითამაშა

გააზიარეთ

გერმანიის ბუნდესლიგის მე-14 ტურში ორივე ქართველის გუნდმა ითამაშა და ორივემ წააგო.

გიორგი გოჩოლეიშვილის ჰამბურგი ჰოფენჰაიმს ესტუმრა და 1:4 განადგურდა. არადა, ჰამბურგს ორმატჩიანი მოგებეთა სერია ჰქონდა და კარგ სვლაზე იყო.

გოჩოლეიშვილი კი ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდა, მაგრამ შესვენებაზე შეცვალეს.

ჰამბურგი 15 ქულით მე-14 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 20 დეკემბერს, აინტრახტს უმასპინძლებს.

ორმატჩიანი მოგებების სერია შეუწყდა ბუდუ ზივზივაძის ჰაიდენჰაიმსაც, რომელიც სტუმრად უშუალო კონკურენტ ზანკტ პაულისთან 1:2 დამარცხდა. რომ იტყვიან, ექვსქულიანი მატჩი იყო. ჰაიდენჰაიმს რომ მოეგო, საქმეს ბევრად გაიუმჯობესებდა, ახლა კი, ბოლოსწინა ადგილზეა.

ზივზივაძეს არ უთამაშია. ჩვენებური ტრავმირებულია და ზედიზედ მესამე მატჩი გაუცდა. ვნახოთ, ითამაშებს თუ არა მომდევნო ტურში, როდესაც მისი გუნდი ბაიერნს უმასპინძლებს.

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები