გამოგვიწერეთ

კალათბურთი

დელტა გავარდა, რუსთავი გადათამაშებაში მოხვდა

გააზიარეთ

დასრულდა სუპერლიგის მე-18 ტურის გამოტოვებული მატჩები, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო გადაიდო. გადადებულმა ტურმა საბოლოო პასუხი გასცა კითხვებს ცხრილის ქვედა ნაწილში.

რუსთავმა ბათუმს საკუთარ არენაზე დაუხვდა. მატჩს მასპინძლებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა – გამარჯვების შემთხვევაში, გუნდს შანსი ეძლეოდა ბოლო ტურში მეცხრე ადგილზე გადასულიყო და თავიდან აეცილებინა გადათამაშება.

თამაში დაძაბული გამოდგა. მესამე პერიოდში ზღვისპირელებმა უპირატესობის მოპოვება მოახერხეს და 10 ქულითაც დაწინაურდნენ. თუმცა, რუსთაველებმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს და გადამწყვეტი ბრძოლა ბოლო პერიოდში გადაიტანეს.

მატჩის კულმინაცია ბოლო წუთზე დადგა. რუსთავს წინ გასვლისა და მოგების რამდენიმე ხელსაყრელი შანსი ჰქონდა, მაგრამ რამდენიმე წარუმატებელმა შორმა სროლამ რუსთავს გამარჯვება დააკარგვინა – 75:77.

რუსთავმა ივერიონის გადასწრების შანსი დაკარგა და სეზონს მე-10 ადგილზე დაასრულებს, რაც ნიშნავს, რომ ელიტაში დასარჩენად ა ლიგის ფინალისტს, კასპის გრიფინს შეხვდება. სერია სამ მოგებამდე გაგრძელდება.

რაც შეეხება გურჯაანის დელტას, მათთვის სეზონი ოფიციალურად დასრულდა. ქუთაისში განცდილი მარცხის შემდეგ (82:114), გუნდმა 20-ვე მატჩი ამოწურა და ბოლო ადგილზე დარჩა, რაც ავტომატურად ნიშნავს სუპერლიგის დატოვებას.

თუმცა, ბრძოლა ბოლო საგზურებისთვის გრძელდება ფლეი ოფის წყვილები და მეცხრე ადგილის (გუნდი, რომელიც სეზონს ასრულებს, მაგრამ ლიგაში რჩება) გამსვლელი ბოლო ტურში გაირკვევა.

რეგულარული ჩემპიონატის დასკვნითი ტური 18 და 19 აპრილს, თბილისში, გორში, ზესტაფონსა და რუსთავში გაიმართება.

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად კალათბურთი