გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

დილამ იბერიასთან ჩამორჩენა ერთ ქულამდე შეამცირა

გააზიარეთ

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-20 ტურში, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე, ტურნირის მერვე და მეორეადგილოსნების ჯახი შედგა — ერთმანეთს გაგრა და გორის დილა დაუპირისპირდნენ. გორელებმა სტუმრად მინიმალური სხვაობით — 0:1 იმარჯვეს.

თავდაპირველად, თამაში დინამიურად დაიწყო და ორივე გუნდის მხრიდან შეტევები მომდინარეობდა. 25-ე წუთზე დილას კართან სახიფათო სიტუაცია შეიქმნა, თუმცა გაგრელებმა, დაცვის ხაზის დაშვებული შეცდომით მიღებული შანსის რეალიზაცია ვერ მოახერხეს. მოედანზე ასე თუ ისე, მშვიდი ვითარება ნარჩუნდებოდა, მაგრამ ტაიმის მიწურულს მოწინააღმდეგე გუნდების ფეხბურთელებს შორის სიტუაცია დაიძაბა — ნადარეიშვილსა და ბასინგას შორის წარმოქმნილი კონფლიქტი შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. საბოლოოდ, ეპიზოდი ოთხი ყვითელი ბარათით დასრულდა.

მეორე ნახევარში ტემპი დაეცა და სახიფათო მომენტებიც იშვიათად იქმნებოდა. გორელთა რიგებიდან შეხვედრის ერთადერთი გოლი ჟან-მარკ ტიბუემ, 76-ე წუთზე გაიტანა. დილას მატჩის მიწურულს სხვაობის გაზრდა შეეძლო, მაგრამ ფარულავას დარტყმული სიუკაევმა მოიგერია.

ამ გამარჯვებით დილამ 44 ქულა დააგროვა და ცხრილის ლიდერ იბერიასთან ჩამორჩენა ერთ ქულამდე შეამცირა. გორელებს შემდეგი შეხვედრის გამართვა 17 აგვისტოს, სწორედ იბერიას წინააღმდეგ მოუწევთ, ხოლო გაგრას მომდევნო დაპირისპირება სტუმრად, ბათუმის დინამოსთან ექნება.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი