გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ევროპის ჩრდილოეთ ლიგას კავკასიაც შეემატა

გააზიარეთ

21-ე საუკუნეში პირველად ხდება, რომ ევროპულ ტურნირებზე ერთ სეზონში ორი ქართული გუნდი იასპარეზებს. ასეთ შემთხვევას ბოლოს ადგილი 90-იან წლებში ჰქონდა, როცა ვითასთან ერთად, კორაჩის თასზე, ხან მერანი, ხან კაკტუსი, ხანაც შევარდენი გამოდიოდა. თითქმის 30 წლის შემდეგ პირველად ხდება, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ერთბაშად ორი ქართული კლუბი იბრძოლებს.

ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი ბათუმი ძალებს FIBA-ს ჩემპიონთა ლიგაზე მოსინჯავს და, თუ ჯგუფში ვერ მოხვდა, FIBA Europe Cup-ზე გადაინაცვლებს; ხოლო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი კსუ ევროპის ჩრდილოეთის საკალათბურთო ლიგაში (ENBL) ითამაშებს.

ტურნირის ვებ-გვერდმა უკვე დაადასტურა, რომ ევროპული რუკა გაიზარდა და კიდევ ერთი ქალაქი – თბილისი შეემატა.

რა არის ENBL და რას წარმოადგენს ტურნირი?

ევროპის ჩრდილოეთის საკალათბურთო ლიგა 2021 წელს ლატვიაში დაარსდა. მიუხედავად იმისა, რომ ტურნირი შედარებით ახალია, მოკლე დროში მოიპოვა მაღალი რეპუტაცია და გეოგრაფიული არეალიც საგრძნობლად გააფართოვა. ENBL FIBA Europe-ის პატრონაჟითა და ოფიციალური აღიარებით ტარდება. მატჩები FIBA-ს სტანდარტებითა და ლიცენზირებული მსაჯებით მიმდინარეობს, ხოლო კალენდარი სრულად ითვალისწინებს სანაკრებო ფანჯრებს.

ტურნირის არსებობის მანძილზე ჩემპიონობა ისეთმა გუნდებმა იზეიმეს, როგორებიც არიან პოლონური ანვილი, სტალი, დანიური ბაკენ ბიარსი და რუმინული ვოლუნტარი.

ჯგუფური ეტაპი და მეტოქეები

ახალ სეზონში კსუ A ჯგუფში იასპარეზებს, სადაც საკმაოდ სერიოზული და საინტერესო კონკურენცია ელის:

A ჯგუფი: კსუ (საქართველო), იონავა (ლიეტუვა), ლიეპაია (ლატვია), ბრისტოლი (დიდი ბრიტანეთი), ჰეფტე ჰელფენი (ავსტრია), ლოზანა (შვეიცარია), მიტელდოიჩერი (გერმანია), ტინდასტოლი (ისლანდია) და ხორვატიის წარმომადგენელი (ალკარი, დინამო, დუბრავა ან ზაბოკი);

B ჯგუფი: ანვილი (პოლონეთი), სპარტაკი (ბულგარეთი), ვოლუნტარი (რუმინეთი), გრონინგენი (ნიდერლანდები), ფალინგენი (ნორვეგია), ზრინსკი (ბოსნია), ტალტეხი (ესტონეთი), აელ (კვიპროსი) და ხორვატიის წარმომადგენელი (ალკარი, დინამო, დუბრავა ან ზაბოკი);

კსუ-ს შემადგენლობა

საერთაშორისო დებიუტისთვის სერიოზულად ემზადება თბილისური კლუბის ხელმძღვანელობაც. კსუ-მ შემადგენლობა როგორც გამოცდილი ქართველი კალათბურთელებით, ისე ხარისხიანი ლეგიონერებით გააძლიერა. გუნდის ღირსებას დაიცავენ:

დავით კაკუშაძე, აკაკი დვალიშვილი, რევაზ როგავა, სანდრო სანაძე, გეგი ბაქრაძე, ალექსანდრე ვაშაკიძე, გიორგი კოსტავა, ჯასტინ ფორესტი, შამარ რაითი, ტომი ლუისი და ბრეილენ ბრიჯესი. თბილისური გუნდი ჯგუფურ ეტაპზე რვა მატჩს ითამაშებს – ოთხს შინ და ოთხსაც სტუმრად:

კსუ-ს მატჩების კალენდარი ENBL-ს რეგულარული ჩემპიონატში:

29 სექტემბერი: ხორვატია 1-კსუ;

7 ოქტომბერი: კსუ-იონავა;

14 ოქტომბერი: კსუ-ლოზანა;

11 ნოემბერი: კსუ-მიტელდოიჩერი;

18 ნოემბერი: ეფთე ჰელფენი-კსუ;

9 დეკემბერი: ლიეპაია-კსუ;

6 იანვარი: კსუ-ბრისტოლი;

19 იანვარი: ტინდასტოლი-კსუ.

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად კალათბურთი