
2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ევროპული საკვალიფიკაციოს მატჩების შემდეგ FIBA-მ განახლებული ძალთა თანაფარდობის რეიტინგი (Smart Power Rankings: Volume 8) გამოაქვეყნა. ალექსანდრ ჯიკიჩის გაწვრთნილმა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მეორე ჯგუფური ეტაპის პირველი ფანჯარა დამაჯერებლად ჩაატარა და 5-3 ბალანსით ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ნახტომი განახორციელა, კლასიფიკაციაში ხუთი პოზიციით დაწინაურდა და მე-11 ადგილზე გადაინაცვლა.
FIBA-ს ანალიტიკოსების შეფასებით, ეს პროგრესი შემთხვევითი არ არის. საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალურ მიმოხილვაში პირდაპირ აღინიშნება, რომ საქართველოს ნაკრების მიერ საკვალიფიკაციო ბარიერის გადალახვა და მსოფლიო ფორუმზე ზედიზედ მეორედ მოხვედრა სიურპრიზი უკვე აღარავისთვის უნდა იყოს. დაწინაურების მთავარ არგუმენტად ეროვნული გუნდის ტაქტიკური და მენტალური ტრანსფორმაცია დასახელდა. თუ წლების განმავლობაში საქართველოს ნაკრების თამაში დიდწილად თორნიკე შენგელიას ინდივიდუალურ ოსტატობაზე, მის ქულებსა და მოხსნებზე იყო დამოკიდებული, ჯიკიჩის ფორმაციაში გუნდი მრავალფეროვან და მრავალმხრივ შემტევ ძალად ჩამოყალიბდა:
მონტენეგროსთან დაპირისპირებაში შენგელიასთან ერთად 20-ქულიანი ზღვარი გოგა ბითაძემ გადალახა;
პორტუგალიასთან შეხვედრაში პროდუქტიულთა სიას რატი ანდრონიკაშვილი და სანდრო მამუკელაშვილი შეემატნენ.
ჯამში, ბოლო ორ ოფიციალურ თამაშში ქართველმა კალათბურთელებმა ხუთი 20+ ქულიანი ინდივიდუალური პერფორმანსი დააფიქსირეს.
ამას ემატება ლეგიონერ მარკის რიდის ადაპტაცია გუნდურ კონცეფციასთან – ამერიკელმა უკანახაზელმა ქულების ფორსირებას პასუხისმგებლობის გადანაწილება ამჯობინა და ორ შეხვედრაში აქტივში 14 პასი ჩაიწერა. პარკეტზე მკაფიოდ გამოკვეთილი “Team-first” მენტალიტეტი ჯიკიჩის გუნდის მთავარ დასაყრდენად იქცა.
რა არის FIBA-ს Power Rankings და რა დატვირთვა აქვს მას?
ხშირად ჩნდება კითხვა: რა განსხვავებაა FIBA-ს ოფიციალურ მსოფლიო რეიტინგსა (FIBA World Ranking) და Power Rankings-ს შორის? ოფიციალური მსოფლიო რეიტინგი წარმოადგენს მკაცრ, მათემატიკურ ალგორითმზე დაფუძნებულ კლასიფიკაციას. ითვალისწინებს ბოლო რვა წლის განმავლობაში ჩატარებული ყველა ოფიციალური მატჩის შედეგს, ტურნირის კატეგორიასა და ქულათა სხვაობას. ეს არის გუნდის ხანგრძლივი სტაბილურობის ინდექსი, რომელიც ნელა იცვლება. Smart Power Rankings კი სრულიად სხვა ფუნქციურ დატვირთვას ატარებს. ეს არის FIBA-ს ექსპერტთა ჯგუფის მიერ შემუშავებული სუბიექტურ-ანალიტიკური ინდიკატორი, რომელიც ზომავს ნაკრებების მიმდინარე სათამაშო ფორმასა და იმპულსს.
Power Rankings პასუხობს კითხვას: როგორია ძალთა რეალური თანაფარდობა დღეს? ის აფასებს განვლილი მატჩების დინამიკას, შემადგენლობის სიღრმეს, ტრავმების ფაქტორს, კალენდრის სირთულესა და უახლოეს პერსპექტივას. თუ ოფიციალური რეიტინგი ნაკრების ისტორიული ინდიკაორია, Power Rankings მისი დღევანდელი კონდიციების ზუსტი საზომია.
საქართველოს ნაკრების მე-11 ადგილზე ყოფნა იმის დასტურია, რომ ევროპულ კალათბურთში ჩვენი გუნდი ამ ეტაპზე ერთ-ერთ ყველაზე ანგარიშგასაწევ და განვითარებად ძალად აღიქმება.
წინ ნოემბრის გადამწყვეტი ფანჯარაა – გასვლითი მატჩი საბერძნეთთან და საშინაო შეხვედრა პორტუგალიასთან…
იხილე მეტი
-
კალათბურთი
/ 1 წუთი agoგუნდური გარდასახვა – საქართველო ევროპაში მეთერთმეტეა
გააზიარეთ2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ევროპული საკვალიფიკაციოს მატჩების შემდეგ FIBA-მ განახლებული ძალთა თანაფარდობის რეიტინგი (Smart...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ქართული ფეხბურთი
/ 13 წუთი agoნახევარი საუკუნე საბჭოთა თასიდან
გააზიარეთ3 სექტემბერს, საქართველოს სპორტის ჟურნალისტთა ასოციაციის თაოსნობით, დინამო არენაზე ახალი მემორიალური დაფა გაიხსნა. მანამდე...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ლეგიონერები
/ 4 საათის agoლუკა ლოჩოშვილი: მინდა კიოლნის ლიდერი ვიყო
გააზიარეთ4 სექტემბერს ლუკა ლოჩოშვილის კიოლნი გერმანიის ბუნდესლიგის მეორე ტურში შტუტგარტს ესტუმრება. ჩვენებურმა გერმანიის ჩემპიონატი...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი