გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

ელიგაში ჩემპიონობისთვის ოთხი გუნდი იბრძვის

გააზიარეთ

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 29-ე ტური დასრულდა და ცხრილის თავში ისევ დაძაბული მდგომარეობაა.

გაგრა-დინამო (ბთ) 1:3

თბილისი. პეტრო არენა

0:1 ვიტორი(5); 0:2 მაურიდესი (44პ); 1:2 მუჯირი (67პ); 1:3 კალანდარიშვილი (83)

ლიდერმა დინამო ბათუმმა მერვეადგილოსან გაგრას მოუგო და ბოლო ცხრა მატჩში მერვე გამარჯვება მიითვალა.

სწრაფი გოლი გავიდა: ლევან შენგელიას პასს პაულო ვიტორის გამოზომილი დარტყმა მოჰყვა; ტაიმის ბოლოს სხვაობა ორბურთიანი გახდა: გაგრას მცველმა ზურაბ ჭავჭანიძემ უერდი მარა წააქცია – პენალტი ბრაზილიელმა მაურიდესმა გამოიყანა; 67-ე წუთზე გაგრამ ასევე პენალტით გაიტანა – დავით მუჯირმა შეაგდო; მერე ბათუმელებმა უპირატესობა ისევ გაიმყარეს: მარას კუთხური და ნიკა კალანდარიშვილის თავური – 1:3.

ტორპედო-რუსთავი 0:1

სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე

0:1 ალმეიდა (15)

ერთადერთი გოლი პირველ ტაიმში ბრაზილიური კომბინაციის შედეგად გავიდა: ჟან სოუზა დე ალმეიდამ ფლანგზე გააყოლა ბურთი ჯექსონ კენიოს, რომელმაც ჩააწოდა, იქ ისევ ჟანი დახვდა ბურთს და ერთი შეხებით გადაგზავნა კარში.

საინტერესოა, რომ წლეულს რუსთავმა სამჯერ ზუსტად ამ ანგარიშით მოუგო ტორპედოს – 1:0, 1:0, 1:0. და სამივეჯერ სწორედ ჟან სოუზა დე ალმეიდამ გაიტანა.

რუსთავი მეორე ადგილზეა და ჩემპიონობისთვის იბრძვის. ტორპედო კი მეშვიდე საფეხურზეა, სამეულის შანსი თეორიულადაც დაკარგა, აი, გასავარდნ ზონასთან კი, ახლოს არის.

დილა-იბერია 0:2

გორი. თენგიზ ბურჯანაძე

0:1 ძაგანია (42); 0:2 კაფე (51)

რუსთაველთა დარი ქულები აქვს იბერიასაც, მაგრამ ამ ეტაპზე დამატებითი მაჩვენებლით ჩამორჩებიან. მიმდინარე სეზონში იბერიელებმა დილას ყველა მატჩი მოუგეს…

პირველი გოლი ამირან ძაგანიამ გაიტანა. მან გიორგი ქობულაძის პასის შემდეგ ვარდნაში მოასწრო დარტყმა და ანგარიში გახსნა. ეს პირველი ტაიმის ბოლოს მოხდა; 51-ე წუთზე კი ლუკას კაფემ საჯარიმო დარტყმა შეასრულა, ბურთი კი რიკოშეტით შევარდა კარში – 0:2.

დინამო (თბ)-სპაერი 3:1

თბილისი. დინამო არენა

1:0 ნინუა (21); 1:1 გოლუბიანი (64); 2:1 პურზიტიდისი (69); 3:1 ვაწაძე (79)

დინამო თბილისმა სპაერს მოუგო. საკმაოდ დაძაბული შეხვედრა გამოვიდა. პირველ ტაიმში დინამოელები ნიკა ნინუას გოლით დაწინაურდნენ. მეორე ნახევარში სპაერმა ზურაბ გოლუბიანის მშვენიერი დარტყმით გაათანაბრა…

69-ე წუთზე დინამო წინ გავიდა: მცველმა მარიოს პურზიტიდისმა თავურით გაიტანა; მერე იყო მათე ვაწაძის გოლი. გამოცდილმა ფორვარდმა მეკარის მიერ მოგერიებულ ბურთს დაამატა – 3:1.

სამგურალი-მეშახტე 2:0

წყალტუბო. 26 მაისი

1:0 სირაძე (5); 2:2 სებოლინია (77)

სამგურალს ჩავარდნა ჰქონდა, მაგრამ ზედიზედ მეორედ მოიგო და მეექვსე ადგილზე გადავიდა.

მატჩი ახალი დაწყებული იყო, როცა მასპინძლები ირაკლი სირაძემ დააწინაურა – ლევან შოვნაძის მიერ მოგერიებულ ბურთს თავით დაამატა.

ტყიბულელებს ანგარიშის გათანაბრების შანსები ჰქონდათ, მაგრამ მათი სიტუაცია გართულდა, როცა ათი კაცით დარჩნენ: 56-ე წუთზე ლაშა უგრეხელიძემ საჯარიმოს მისადგომებთან თორნიკე გაფრინდაშვილი წააქცია და ბოლო იმედის ჯარიმისთვის გააძევეს.

მერე იყო მეორე გოლი: ნიკო ცეცხლაძემ შორეულ კუთხეში დაარტყა, ბურთი ძელს მოხვდა, დამატებაზე კი კლაუდიო სებოლინიამ ყველას დაასწრო…

სატურნირო ცხრილი:

1.დინამო (ბთ) 29 15 8 6 50-37 53

2.რუსთავი 29 15 7 7 36-24 52

3.იბერია 29 16 4 9 42-31 52

4.დინამო (თბ) 29 14 9 6 48-32 51

5.დილა 29 12 4 13 39-35 40

6.სამგურალი 29 11 5 13 43-52 38

7.ტორპედო 29 9 10 10 46-38 37

8.გაგრა 29 6 11 12 26-43 29

9.სპაერი 29 5 11 13 38-49 26

10.მეშახტე 29 2 11 16 21-48 17

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი