გამოგვიწერეთ

Uncategorized

ავთანდილ ასათიანი: ოცნებისკენ გზას ვიწყებთ

გააზიარეთ

14 ოქტომბერს საქართველოს ფუტსალის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას კოსოვოს წინააღმდეგ გამართავს.

ავთანდილ ასათიანის გუნდმა მატჩისწინა ვარჯიში შეხვედრის მასპინძელ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართა. ტრავმის გამო საკვალიფიკაციო ეტაპის სასტარტო შეხვედრებს, კოსოვოს და იტალიის წინააღმდეგ, ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ღავთაძე გამოტოვებს.

მზადებისა და მოახლოებული მატჩის მნიშვნელობის შესახებ ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა და ნაკრების ფეხბურთელმა, საბა ტყეშელაშვილმა ისაუბრეს.

ავთანდილ ასათიანი:

„მსოფლიო ჩემპიონატისკენ გზას ვიწყებთ, რაც თითოეული ჩვენგანის დიდი ოცნებაა. ამ ოცნების ასასრულებლად საჭიროა, ყველამ მაქსიმუმი გავიღოთ და სასურველ შედეგს მივაღწიოთ. წინ რთული და გრძელი გზა გვაქვს გასავლელი, თუმცა დარწმუნებული ვარ, ჩემი ბიჭები ამ გამოწვევისთვის მზად არიან. როგორც ყოველთვის, პირველი თამაში ძალიან მნიშვნელოვანია. კოსოვოს ნაკრები ჩვენთვის კარგად ნაცნობი მეტოქეა. შევისწავლეთ მათი ძლიერი და სუსტი მხარეები და უნდა ვეცადოთ, გულშემატკივრის მხარდაჭერით, პირველი სამი ქულა მოვიპოვოთ. კოსოვოსთან მატჩის დასრულებისთანავე იტალიასთან შეხვედრაზე გადავერთვებით, თუმცა ამ ეტაპზე მთელი ჩვენი ყურადღება პირველ თამაშზეა კონცენტრირებული. მომზადების პროცესს გეგმის მიხედვით მივყვებით. უკვე ხუთი დღეა, ნაყოფიერ შეკრებას გავდივართ და, რასაც ვხედავ, ბიჭები ყველა თვალსაზრისით მზად არიან“.

საბა ტყეშელაშვილი:

„მზადების პროცესი საკმაოდ კარგად მიმდინარეობს. გუნდში კარგი გარემო და განწყობაა. კოსოვოსთან ადრეც გვითამაშია, ვიცნობთ მეტოქის ძლიერ მხარეებს და ვიცით, რომ საკმაოდ კარგი გუნდია. მიუხედავად ამისა, გამარჯვების დიდი იმედი გვაქვს და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: ალი ასლანი (კსუ), ბექა ტყემალაძე (დინამო თბ), ლუკა ხარშილაძე (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი);

წინა ხაზი: გიორგი ჩიმაკაძე, ნუკრი ჭუმბურიძე, ჯანიკო გიორგაია (ყველა კსუ), ვახტანგ კეკელია, ირაკლი თოდუა, ნიკოლოზ კურტანიძე (ყველა პსპ), არჩილ სებისკვერაძე, ვახტანგ ჯვარაშვილი, ლევან სვანიძე, ნიკოლოზ გაბრიჩიძე, შოთა თოფურია (ყველა ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი), საბა ტყეშელაშვილი (გომელი, ბელარუსი).

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად Uncategorized