გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

ეროვნულ ლიგაში ბრძოლა გამწვავდა

გააზიარეთ

ეროვნული ლიგის 27-ე ტურმა დაძაბულობა კიდევ უფრო გაამძაფრა — იბერიამ დილასთან ჩამორჩენა მხოლოდ სამ ქულამდე შეამცირა და ჩემპიონობისთვის ბრძოლა ინტრიგულ ფაზაში შევიდა.

დინამო თბილისი – გორის დილა 

დილამ სტუმრად მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა და დინამო თბილისთან 0:2 დამარცხდა. თბილისელები მეათე წუთზე კაცნაკლულნი დარჩნენ, როცა ბარნს ოსეიმ წითელი ბარათი მიიღო, თუმცა გორელებმა ამ უპირატესობით ვერ ისარგებლეს. პირველ ტაიმში 18 წლის აბდულაიო იორომ შორიდან ულამაზესი გოლი გაიტანა, მატჩის ბოლოს კი მათე ვაწაძემ ანგარიში საბოლოოდ დააფიქსირა. დილას 59 ქულა დარჩა, დინამომ კი 45 ქულა მოაგროვა და მესამე პოზიციაზეა.

გაგრა – იბერია

გუგა ნერგაძის დებიუტი იბერიის თავკაცის რანგში წარმატებული გამოდგა. მოქმედმა ჩემპიონმა წარუმატებელი სერია შეწყვიტა და გაგრას 3:1 სძლია. ლუკა სილაგაძემ პირველ ტაიმში დუბლი შეასრულა, მასპინძლებიდან დავით გოცირიძემ ერთით უპასუხა. საბოლოო წერტილი დერეკ აგიაკვამ მეორე ნახევარში დასვა. ამ გამარჯვებით იბერია 56 ქულაზე ავიდა და დილას მხოლოდ სამით ჩამორჩება. გაგრას 33 ქულა აქვს და მეექვსეა.

წყალტუბოს სამგურალი – თელავი

სამგურალმა გადამწყვეტი მატჩი მოიგო და თელავს 1:0 სძლია. გამარჯვების გოლი პაბულუ რიანის ანგარიშზეა. გუნდი ზედიზედ მეორე შეხვედრას იგებს, 29 ქულა დააგროვა და უშუალო კონკურენტს ოთხით გადაასწრო. თელავი კვლავ პლეი-აუტის ზონაში რჩება.

ჩემპიონატში ორკვირიანი შესვენება გამოცხადდა სანაკრებო თამაშების გამო. ეროვნული ლიგა 17-18 ოქტომბერს განახლდება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2025
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი