გამოგვიწერეთ

სანაკრებო ტურნირები

ვაშინგტონი მუნდიალის წილისყრის მოლოდინშია

გააზიარეთ

5 დეკემბერს, 21:00 საათზე, ვაშინგტონში, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართება. ეს მუნდიალი ისტორიული იქნება, რადგან პირველად ყველაზე მეტი ნაკრები იასპარეზებს – 48.

სადღეისოდ მსოფლიო პირველობის საგზური 42 ქვეყანაა აქვს, კიდევ ექვსი საგზურის მფლობელი 2026 წლის მარტში გამოვლინდება.

მსოფლიო პირველობა ჩრდილოეთ ამერიკის სამ ქვეყანაში – აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში გაიმართება. ტურნირი 2026 წლის 11 ივნისს მეხიკოში, ორი ფინალის მომსწრე აცტეკას სტადიონზე გაიხსნება და ერთი მონაწილე მექსიკა იქნება. ფინალი 19 ივნისს, აშშ-ს ქალაქ ნიუ ჯერსიში, მეტლაიფ სთედიუმზე შედგება.

კანადა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაში დებიუტანტია. აი, მექსიკა და ამერიკა კი, კარგად აქვს დაცდილი ბრაზილიასა და არგენტინას. მექსიკაში 1970 წელს გამართული მუნდიალი ბრაზილიამ მოიგო, ხოლო 1986 წელს – არგენტინამ; აშშ-ში 1994 წელს ბრაზილიამ იმარჯვა.

წილისყრის ფორმატი ასეთია:

48 გუნდი ოთხ კალათაში გადანაწილდა, თითოეულში 12 გუნდით:

პირველი კალათა: ესპანეთი, არგენტინა, საფრანგეთი, ინგლისი, ბრაზილია, პორტუგალია, ნიდერლანდები, ბელგია, გერმანია, აშშ, მექსიკა, კანადა;

მეორე კალათა: ხორვატია, მაროკო, კოლუმბია, ურუგვაი, შვეიცარია, იაპონია, სენეგალი, ირანი, სამხრეთ კორეა, ეკვადორი, ავსტრია, ავსტრალია;

მესამე კალათა: ნორვეგია, პანამა, ეგვიპტე, ალჟირი, შოტლანდია, პარაგვაი, ტუნისი, კოტ დივუარი, უზბეკეთი, კატარი, საუდის არაბეთი, სამხრეთ აფრიკა;

მეოთხე კალათა: იორდანია, კაბო ვერდე, განა, კურასაო, ჰაიტი, ახალი ზელანდია, ევროპის ფლეი ოფი 1, ევროპის ფლეი ოფი 2, ევროპის ფლეი ოფი 3, ევროპის ფლეი ოფი 4, კონფედერაციათა შორის ფლეი ოფი 1, კონფედერაციათა შორის ფლეი ოფი 2;

შექიმნება 12 ჯგუფი, თითოეულში – ოთხი. ტიტულისთვის ბრძოლას თითოეული ჯგუფიდან ორი საუკეთესო შედეგის მქონე ნაკრები და საუკეთესო შედეგის მქონე რვა მესამეადგილოსანი გააგრძელებს. ფლეი ოფიდან ოლიმპიური სისტემა მოქმედებს.

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად სანაკრებო ტურნირები