გამოგვიწერეთ

ნაკრები

ვილი სანიოლი: მეტი კონკურენცია გვჭირდება

გააზიარეთ

29 მარტს საქართველოს ნაკრები ამხანაგურად ლიეტუვას ეთამაშება. კაუნასური მატჩის წინ ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა.

ვილი სანიოლი:

„ლიეტუვის ნაკრებს ხანგრძლივი მოუგებელი სერია ჰქონდა, ორი დღის წინ კი მოლდოვა დაამარცხა, რაც გუნდის თავდაჯერებაზე დადებითად აისახება. სწორედ ამიტომ, რთულ თამაშს ველით. სტუმრად ვთამაშობთ და დარწმუნებული ვარ, მეტოქე საკუთარი გულშემატკივრების წინაშე ყველაფერს გააკეთებს კარგი თამაშის ჩასატარებლად. თუმცა, ეს ჩვენთვისაც კარგია, რადგან მეტოქის მონდომება მოულოდნელობა არ იქნება. ჩემმა ფეხბურთელებმა იციან, რომ მოსაგებად 100% უნდა გაიღონ…

ჩაკვეტაძე უკვე ერთი წელია, სომხეთთან მატჩის შემდეგ გვაკლია. ის დიდი ძალაა ჩვენთვის. გიორგი ისრაელთან მატჩის წინ დაგვიბრუნდა, თუმცა მცირე პრობლემების გამო არ უთამაშია. დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ ვიმედოვნებ, რომ ხვალინდელ შეხვედრაში დაგვეხმარება…

დავითაშვილი ნაკრებში შესანიშნავად თამაშობს და ლიეტუვასთან მატჩს ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს. მესმის, რომ სათამაშო დროის სიმცირის გამო იმედგაცრუებულია, მაგრამ ჩვენ ბევრი ფეხბურთელი გვყავს და გუნდში მეტი კონკურენცია გვჭირდება…

ევროპის ჩემპიონატზე კარგი გამოცდილება მივიღეთ და შემდეგ ოთხმცველიან ტაქტიკაზე გადასვლა გადავწყვიტეთ. წინა შესარჩევ ციკლში ამ სქემით რამდენიმე მატჩი ჩავატარეთ. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე მოთამაშე გუნდში აღარ არის და ისრაელთან სამმცველიან ტაქტიკას ამიტომაც დავუბრუნდით…

მარტისა და ივნისის ამხანაგური მატჩები შესაძლებლობაა, ვნახოთ სხვადასხვა ფეხბურთელი, მათ შორის, განსხვავებულ პოზიციებზე. მაგალითად, როგორც ეს გიზი მამაგეიშვილის შემთხვევაში იყო, რომელმაც ისრაელთან მარჯვენა ფლანგზე ითამაშა. ხვალ მეორე მატჩი გვაქვს და ახალი ენერგია გვჭირდება. შესაბამისად, შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები იქნება“.

ლიეტუვა-საქართველოს მატჩი 29 მარტს, 17:00 საათზე დაიწყება.

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ნაკრები