გამოგვიწერეთ

ნაკრები

საქართველომ ყაზახეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

გააზიარეთ

საქართველოს 19 წლამდე ნაკრებმა, მიხეილ მესხის სათადარიგო სტადიონზე ყაზახ თანატოლებთან ამხანაგური მატჩი გამართა და მეტოქე დიდი ანგარიშით – 6:2 დაამარცხა.

ანგარიში ნიკოლოზ შალიკიანმა 28-ე წუთზე, კარგად მოფიქრებული სტანდარტულით გახსნა; ტაიმის მიწურულს კი, ნიკოლოზ ბენდელიანმა, სხვაობა ისევ სტანდარტული სიტუაციიდან ორამდე გაზარდა;

მეორე ტაიმის დასაწყისშივე ნიკოლოზ ბერიკაშვილმა სტუმრებს მესამე გოლი გაუტანა; მერე ყაზახებმა ერთი გაქვითეს, მაგრამ 78 წუთზე საბა ჩხეტიანმა პენალტი ზუსტად შეასრულა; ყაზახები მეორე გოლითაც თითქოს თამაშში დარჩნენ. თუმცა, 90-ე და 93-ე წუთებზე თენგო ნებულიშვილმა და შოთიკო დიაკონიძემ გამანადგურებელი ანგარიში დააფიქსირეს.

ზურაბ ხიზანიშვილის გუნდი ყაზახეთის წინააღმდეგ 30 მარტსაც ითამაშებს და ისევ მიხეილ მესხი 2-ზე.

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად ნაკრები