გამოგვიწერეთ

ტრანსფერები

ვოზინია კმაყოფილია, კოლო-კოლო – უკმაყოფილო

გააზიარეთ

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტულმა ფიგურამ, ვოზინიამ კარიერაში ყველაზე მსხვილი კონტრაქტი გააფორმა. კაბო ვერდეს ნაკრების მეკარე კოლო-კოლოში 1.5-წელი ითამაშებს.

40 წლის მეკარე პროფესიონალურ კარიერაში ყველაზე მაღალ ანაზღაურებას მიიღებს – ჩილელები ვოზინიას თვეში  25 000 დოლარს გადაუხდიან. აქამდე მისი ხელფასი  9 000 დოლარს არ აღემატებოდა.

ვოზინია გახარებული კი არის, მაგრამ ხასიათზე ვერ იქნებიან კოლო-კოლოს ხელმძღვანელები. საქმე ის არის, რომ ვოზინიას მაისურზე მეტსახელის დაწერის უფლებას არ მისცემენ. ჩილეს ფეხბურთის ფედერაციის წესების თანახმად, მაისურზე ნებადართული მხოლოდ გვარის დაწერაა.

ვოზინიას სრული სახელია ჟოსიმარ ჟოზე ევორა დიასი, ამიტომ მაისურზე მხოლოდ Dias-ის ან Évora Dias-ის დაწერის უფლება ექნება.

ამით კოლო-კოლოს გეგმები იშლება, რადგან Vozinha-ს სახელობითი მაისურების გაყიდვა სურდათ.

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ტრანსფერები