გამოგვიწერეთ

ნაკრები

რაგბი ევროპა: საქართველომ მეტოქეები გაარკვია

გააზიარეთ

რაგბი ევროპამ 2027 წლის ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა. რადგან საქართველოს გასული ორი წლის (2025 და 2026) ჩემპიონატების ჯამში საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა, საქართველო A ჯგუფში პირველ ნომრად განითესა და რუმინეთთან (4), ბელგიასთან (5) და პოლონეთთან (8) ითამაშებს.

B ჯგუფში პორტუგალია (2), ესპანეთი (3), ნიდერლანდები (6) და შვეიცარია (7) მოხვდნენ. ჯგუფური ეტაპის შეხვედრების შემდეგ ორ-ორი საუკეთესო გუნდი თასის ნახევარფინალში გავა, ქვედა ოთხეული კი, ბრძოლას 5-8 ადგილებისთვის გააგრძელებს. ნახევარფინალები 6/7 მარტსაა ჩანიშნული.

ფინალური რაუნდი ამჯერად რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში 14 მარტს შედგება და ყველა ადგილთან ერთად, თასის მფლობელის ვინაობაც გაირკვევა.

ბორჯღალოსნები ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს 6 თებერვალს სტუმრად, პოლონეთთან გდინიაში გამართავენ; 13 თებერვალს ბელგიას ბრიუსელში ეთამაშებიან; 20 თებერვალს კი, რუმინეთს თბილისში დაუხვდებიან.

რაგბი ევროპის ჩემპიონი აქამდე 24-ჯერ გამოვლინდა: საქართველო 17 გამარჯვებით პირველია; მეორე რუმინეთი, რომელმაც თასი ხუთჯერ შემართა; ორჯერაც რაგბი ევროპა პორტუგალიამ მოიგო, აქედან ერთი – შარშან.

რაგბი ევროპის კალენდარი

6 თებერვალი: ბელგია-რუმინეთი; პოლონეთი-საქართველო;

12-13 თებერვალი: რუმინეთი-პოლონეთი; ბელგია-საქართველო;

20 თებერვალი: საქართველო-რუმინეთი; პოლონეთი-ბელგია.

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ნაკრები