გამოგვიწერეთ

ძიუდო

თბილისის გრანდ სლემი ბრინჯაოთი დავიწყეთ

გააზიარეთ

თბილისში დაიწყო ძიუდოს გრანდ სლემი და პირველ დღეს საქართველოს დელეგაციამ მხოლოდ ერთი მედალი მიითვალა.

არადა, მონაწილე ბლომად გვყავდა. ერთია, ჩვენი გუნდი უძლიერესი შემადგენლობთ არ მონაწილეობს.

მედალი თორნიკე გიგაურმა (66) მოიპოვა, ვინაც მხოლოდ ნახევარფინალი დათმო. მანამდე უზბეკი აბდურაჰიმ ნუტფოლოევი, ყაზახი ალკიჟან ჟუბატკანოვი და რუსი რამაზან აბდულაევი დაამარცხა; ფინალში გასასვლელი ბრძოლა კი, აზერბაიჯანელ თურან ბაირამოვთან წააგო.

მესამე ადგილისთვის ჩვენებურის მეტოქე პესტროს ხრსიტოდულიდესი იყო, რომელიც იპონით დაამარცხა.

დანაჩენი მონაწილეთაგან მედალთან ყველაზე ახლოს ნინო ლოლაძე (47) იყო, ვინაც ბრინჯაოსთვის ჯახი ფინელ პილა სალონენთან დათმო.

დღესვე ტატამიზე გასული სხვა ქართველების შედეგები ასეთია: 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ლუკა გადელია ტურნირს მეორე წრეში გამოეთიშა, ხოლო გიორგი ჩანქსელიანი და მათე გოგობერიშვილი – პირველში; 66 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში თემურ ნოზაძე მეორე წრეში დამარცხდა, ხოლო თორნიკე მაზიაშვილი და ლაშა ნადირაძე მერვედფინალში დამარცხდნენ; მატიამ ზაქარაია, თამარ გიგოლაევი (ორივე 48), ელენე გვაზავა, ნინო ტატრიშვილი (ორივე 52) და სოფიო ბედოშვილი (57) პირველივე ბრძოლებში დამარცხდნენ.

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად ძიუდო