გამოგვიწერეთ

ძიუდო

ქართული ფინალი და ორი მედალი ავსტრიიდან

გააზიარეთ

ავსტრიის გრან პრიზე საქართველოს დელეგაციამ ორი მედალი მოიპივა და ორივე 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში.

აქ ქართული ფინალი შედგა, სადაც გამოცდილმა ტატო გრიგალაშვილმა 20 წლის ლუკა ჯავახიშვილს აჯობა.

გრიგალაშვილი საქმეში მეორე წრიდან ჩაერთო, მერე მიყოლებით ბრიტანელი ჯამალ პეტგროუ, ჩეხი დავიდ კლამერტი, ესპანელი აარონ როდრიგესი და ბრაზილიელი რაფაელ მასედო დაამარცხა; ჯავახიშვილმა კი, გერმანელი ლასე შრივერი, იტალიელი კრისტიანო მინჩინეზი, ისრაელის წარმომადგენელი როი სივანი და ფრანგ მაქსიმ-გაელ ჰამბუ.

მედლამდე მოგება დააკლდა ირაკლი დემეტრაშვილს. ჩვენებურმა ესტონელი მარეკ-ადრიან მასაკი, ალჟირელი იასერ მუსტაფა ბუმარი და ფინელი მარტი პუუმალაინენი კი დაამარცხა, მაგრამ ნახევარფინალში თურქ იბრაჰიმ თათაროღლუსთან წააგო, ვინაც პირველივე წრეში გურამ თუშიშვილი დაგვიმარცხა. ბრინჯაოსთვის ირაკლი აზერბაიჯანელ ჯამალ გამზატხანოვს იუკოთი უგებდა, მაგრამ ბოლო წამზე, ვაზარზე დაეცა…

დღესვე ილია სულამანიძემ (100) ფრანგ მაქსენს ბორდინთან კი მოიგო, მაგრამ სლოვაკ ბენჟამინ მატასეიესთან წააგო. ქალებში, სოფიო სომხიშვილი (+78) ტურნირს პირველ წრეში გამოეთიშა.

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ძიუდო