გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

თბილისში უეფას ხელმძღვანელები იმყოფებოდნენ

გააზიარეთ

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) სტრატეგიული განვითარების გეგმაზე მუშაობის ფარგლებში, თბილისში UEFA GROW-ს კიდევ ერთი სემინარი გაიმართა, რომელიც საკლუბო ფეხბურთის განვითარებას მიეძღვნა.

სპეციალურად აღნიშნული შეხვედრისთვის, სფფ-ის ინიციატივით, თბილისში UEFA-ს საკლუბო ტურნირების ხელმძღვანელი ტობიას ჰედსტაკი და უეფას საკლუბო ტურნირების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ტომას ბარლოუ იმყოფებოდნენ.

UEFA-ს წარმომადგენელთა ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის კლუბების ხელმძღვანელებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, გენერალური მდივანი დავით მუჯირი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე, ვიცე-პრეზიდენტები – ალექსანდრე იაშვილი და ზაზა ზამთარაძე, ასევე სფფ-ის შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლები.

შეხვედრის მთავარი თემა ქართული კლუბების ევროტურნირებში ასპარეზობა, არსებული გამოწვევები და ის შესაძლებლობები იყო, რასაც უეფას საკლუბო ტურნირები – ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა და კონფერენს ლიგა სთავაზობს კლუბებს.

სემინარს სასტუმრო Paragraph Golf & Spa Resort Tabori უმასპინძლა. სტრატეგიული განვითარების გეგმაზე მუშაობის პროცესში მსგავსი ტიპის სამუშაო შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი