გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

წიტაიშვილის გოლი, მეცის მარცხი

გააზიარეთ

საფრანგეთის ლიგა 1-ში სამი ქართველის მეცი მარსელს ესტუმრა და 1:3 დამარცხდა, რამაც გუნდის მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა და გავარდნის უმთავრესი კანდიდატია.

ქართველი ფეხბურთელებიდან მხოლოდ გიორგი წიტაიშვილმა ითამაშა და ისიც ძირითად შემადგენლობაში იყო. გიორგი აბუაშვილსა და გიორგი ქვილითაიას კი, არ უთამაშიათ.

მარსელი ობამეიანგისა და პაიშაოს გოლებით 0 დაწინაურდა. 49-ე წუთზე წიტაიშვილმა სხვაობის შემცირება მოახერხა და მეცი თამაშში დატოვა, მაგრამ მატჩის ბოლოს ტრაორემ ორბურთიანი უპირატესობა აღადგინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

29 ტურის შემდეგ მეცი 15 ქულით ბოლო ადგილზეა და ფლეი ოფის ზონაში მყოფ ოსერს რვა ქულით ჩამორჩება, პლუს კონკურენტს თამაშით ნაკლები აქვს. მომდევნო ტურში მეცი პარიზს დაუხვდება.

წიტაიშვილის ანგარიშზე კი, მიმდინარე სეზონში სამი გოლი და ორი პასია.

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები