გამოგვიწერეთ

კალათბურთი

თორნიკე შენგელია ცხრა ქულით დაბრუნდა

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრებისა და ბარსელონას ფორვარდმა, თორნიკე შენგელიამ ტრავმის შემდეგ ესპანური გრანდის რიგებში პირველი მატჩი ჩაატარა.

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-13 ტურში კატალონიელებმა სარაგოსას უმასპინძლეს და 100:80 იმარჯვეს.

შვიდმატჩიანი უქმობის გამო თორნიკემ მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და მოედანზე 13 წუთი გაატარა. მოკრძალებულ დროში თოკომ საკუთარ გუნდს 9 ქულა, 2 მოხსნა, 3 პასი და ერთი დაფარება შესძინა. ქართველმა კალათბურთელმა სამი ორქულიანი და სამი საჯარიმო ჩააგდო.

ბარსელონას ცხრა მოგება და ოთხი მარცხი მოუგროვდა და ესპანეთის ჩემპიონატში მეოთხე ადგილზე აინაცვლა. მომდევნო მატჩი კი საკალათბურთო „ელ კლასიკოა“ – ბარსა რეალს ესტუმრება, რომელიც ერთი წაგებით არის და ლიდერია.

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად კალათბურთი