გამოგვიწერეთ

კალათბურთი

მამუკელაშვილს სამმაგ დუბლამდე ორი პასი დააკლდა

გააზიარეთ

NBA-ში სანდრო მამუკელაშვილის ტორონტომ ატლანტა ჰოუქსს 134:117 მოუგო და ამაში ქართველი ფორვარდის როლი ძალიან დიდია.

მამუკელაშვილს სასტარტოში არ დაუწყია, მაგრამ პარკეტზე ძირითადად მოაზრებული მარი-ბოილზე მეტი დრო გაატარა და სამმაგ დუბლამდე ორი პასი დააკლდა: 13 ქულა, 12 მოხსნა, 8 პასი, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება – ასეთია სანდროს მონაგარი 31:56 წუთში.

მამუმ ხუთიდან ოთხი ორქულიანი და ხუთიდან ერთი სამქულიანი ჩააგდო. ბურთი არ დაუკარგავს და მისი მოედანზე ყოფნის დროს ტორონტომ მეტოქეზე 27 ქულით მეტი ჩააგდო, რაც გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

აღსანიშნავია, რომ მატჩში რვა პასი მამუკელაშვილისთვის NBA-ში სარეკორდოა.

ტორონტო 21 მოგებითა და 15 მარცხით კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა, მომდევნო მეტოქე კი, კვლავ ატლანტა ჰოუქსი იქნება.

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად კალათბურთი