
იბერია 1999 მესამედ გახდა ეროვნული ლიგის ჩემპიონი. 2018, 2024, 2025 – ამ წლებში გახდნენ ჩემპიონები და მიხეილ მესხის სტადიონზევე სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა დააჯილდოვა.
იბერიელებმა ბოლო ტურში გაგრას 2:1 აჯობეს და ორი ქულით გაუსწრეს მდევარ გორის დილას.
იბერია-გაგრა 2:1
მასპინძლები გიორგი ჯინჯოლავას შორეული დარტყმით დაწინაურდნენ. მართალია, 32-ე წუთზე იბერიელთა ფორვარდი ამირან ძაგანია გააძევეს და თითქოს პრობლემები უნდა შექმნოდათ, მაგრამ…
მეორე ტაიმში ერთწუთიან მონაკვეთში ორი გოლი ვნახეთ: ჯერ მე-60 წუთზე გაგრას ფორვარდმა დავით მუჯირმა აკრობატულ ნახტომში ქუსლით მშვენიერი გოლი მიითვალა. ძალიან ორიგინალური.
გავიდა ერთი წუთი და იბერია ისევ დაინაურდა – გიზო მამაგეიშვილმა ძელიდან ასხლეტილ ბურთს დაამატა.
მერე ფეხბურთელი გაგრასაც გაუდეს და, საბოლოოდ, 2:1.
დილა-დინამო (თბ) 2:2
დილა ორჯერ აგებდა დინამო თბილისთან, საბოლოოდ 2:2 დაასრულა. დილას რომც გაემარჯვა, მაინც ვერ გახდებოდა ჩემპიონი, რადგან იბერიელებმა მოიგეს და ურთიერთშეხვდრებით სჯობნიდნენ.
მატჩს რაც შეეება, სწრაფი გოლი გავიდა: მათე ვაწაძემ გაიტანა პენალტი. მერე გოლს დააგვიანდა და დილამ მხოლოდ 75-ე წუთზე გაათანაბრა – აბდალა ხლაიხალიმ გიორგი ლორიას მიერ მოგერიებულ ბურთს დაამატა…
ბოლოს კიდევ ვნახეთ გოლები ორივე კარში. ჯერ ირაკლი სირაძემ დააწინაურა დინამო თბილისი, ბოლოს კი დილას მალელმა ნახევარმცველმა აბუბაქარ კონტემ შორიდან გაისროლა…
თელავი-სამგურალი 3:0
თელაველებმა სეზონის ბოლო ტურები კარგად ჩაატარეს. თუმცა, მხოლოდ ის მოახერხეს, რომ ფლეი ოფში მეორე ლიგაში მესამე ადგილზე ტყიბულის მეშახტეს გაეჯიბრებიან…
თელაველებმა სამგურალ 3:0 აჯობეს: ჯერ გიორგი ჩხეტიანმა გაიტანა, ბოლოს მიხეილ ბაშელეიშვილმა ორამდე გაზარდა ანგარიში, შემდეგ ვატო არველაძეს გაატანინა.
ტორპედო-გარეჯი 2:1
მესამეადგილოსანმა ტორპედომ მინიმალური სხვაობით აჯობა საგარეჯოს გარეჯს, რომელიც მეცხრეზე გავიდა და ფლეი ოფში თბილისის სპაერს შეხვდება.
პირველი ტაიმის მერე ტაბლოზე ნულები ენთო. პირველი გოლი 51-ე წუთზე პაატა ღუდუშაურმა შეაგდო; მალევე, ღუდუშაურის კუთხურს ბიორნ იონსენის გოლი მოჰყვა. ნორვეგიელმა 21 გოლი მოაგროვა და ზედიზედ მეორედ გახდა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი.
გარეჯმა ბოლოს შეამცირა სხვაობა – მათე ქომეთიანმა ძლიერი დარტყმით გაიტანა.
დინამო (ბთ)-კოლხეთი 3:2
ბათუმელებმა პირველივე ტაიმში გაიტანეს სამი გოლი: ლევან ხოზრევანიძემ საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერი დარტყმით გახსნა ანგარიში; ტაიმის შუაში ბექა ბარამიძემ ცხრიანში ზუსტად დაარტყა; 39-ე წუთზე რევაზ ჩიტეიშვილის პასით გურამ ჯაფარიძემ შეაგდო.
მეორე ტაიმი ფოთელებმა უკეთ ითამაშეს: გიორგი კვირკველიამ და ნიკოლას-ნიკა კაპანაძემ სხვაობა კი შეამცირეს, მაგრამ კარის გაჯახუნება ვეღარ მოახერხეს და ეროვნულ ლიგას ისე დაემშვიდობენ…
იხილე მეტი
-
კალათბურთი
/ 9 საათის agoბარსელონას მესამე მოგება და მესამე ადგილი
გააზიარეთევროლიგის მე-15 ტურში ბარსელონამ საკუთარ მოედანზე ოლიმპიაკოსს უმასპინძლა და 98:85 დაამარცხა. ეს კატალონიელთა ზედიზედ...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
კალათბურთი
/ 11 საათის agoქუთაისმა ბათუმს მოუგო პირველობა გაიმყარა
გააზიარეთდაიწყო სუპერლიგის მერვე ტური და პირველი მატჩი ზესტაფონში გაიმართამ სადაც ქუთაისმა ბათუმს უმასპინძლა. მატჩი...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ლეგიონერები
/ 13 საათის agoყაზაიშვილი ჩინეთის სუპერლიგის MVP გახდა
გააზიარეთ32 წლის ქართველი ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილი ჟურნალისტების შემდეგ ჩინეთის სუპერლიგამაც გამოარჩია და ჩვენებური გასული...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი