გამოგვიწერეთ

MMA

“ისლამმა იცის, რომ საშიში ვარ და დავაძინებ” – თოფურია მახაჩევზე

გააზიარეთ

UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონი, ილია თოფურია კვლავ ისლამ მახაჩევზე საუბრობს და დარწმუნებულია, რომ დაღესტნელმა მის წინააღმდეგ ბრძოლას თავი აარიდა.

“მატადორმა” თქვა, რომ მახაჩევი მსუბუქ დივიზიონში მხოლოდ იმ შემთხვევაში დარჩებოდა, თუკი მას ჯასტინ გეიჯისთან ბრძოლას შესთავაზებდნენ. თოფურიას აზრით, ისლამმა ზუსტად იცოდა, როგორი სერიოზული საფრთხის წინაშე იდგა და სწორედ ამიტომ აირჩია წონის ცვლილება.

“ჩემი მიზანი ყოველთვის ისლამი იყო. მას შემდეგ, რაც ჩემგან გაქცევა გადაწყვიტა, მიზანი ჩარლზი უნდა გამხდარიყო. თუ UFC მას ჯასტინ გეიჯისთან ბრძოლას მისცემდნენ, მსუბუქ დივიზიონში დარჩებოდა. ჩემი ამოსვლის შემდეგ, გადაწყვიტა არ გაერისკა. ზედა წონაში ავიდა და იქ ჩემპიონობას ეცდება. ისლამმა იცის, რომ საშიში ვარ და დავაძინებ. ეს ხაბიბმაც კი იცის,“ – აცხადებს ილია თოფურია.

შეგახსენებთ, რომ თოფურიამ რამდენიმე დღის წინ ჩარლზ ოლივეირა დაამარცხა და მსუბუქი წონის ახალი ჩემპიონი გახდა. მისი შემდეგი მეტოქე ჯერჯერობით დაუდგენელია, თუმცა გულშემატკივრები კვლავ თოფურია-მახაჩევის დუელს ელიან.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად MMA