გამოგვიწერეთ

ხელბურთი

კალანდაძე გაუშვეს, გუნდები შეგვირჩიეს

გააზიარეთ

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საგზურის ზედიზედ მესამედ მოპოვებას შემოდგომიდან შეეცდება. ცნობილია მეტოქეთა ვინაობაც, რომლებსაც ჩვენი გუნდი დაუპირისპირდება. წილისყრა ლისაბონში გაიმართა და მეტოქეებად თურქეთი, ავსტრია და ნორვეგია გვერგო.

ერთიც, კონტინენტის მთავარ ტურნირზე მოხვედრას უკვე ახალი მწვრთნელით შევეცდებით. საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით, სადაც ნაკრების ბოლო პერიოდის მატჩები განიხილეს, ერთხმად გადაწყდა, რომ ნაკრებს სათავეში უცხოელი მწვრთნელი უნდა ჩაუდგეს, რომლის შერჩევაზე მუშაობაც უახლოეს ხანებში დაიწყება. რაც შეეხება ტიტე კალანდაძეს და მის სამწვრთნელო შტაბს, მათ გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადეს.

დავუბრუნდეთ ევროპირველობის შესარჩევ ეტაპს: ფინალური ეტაპის საგზურისთვის 32 ნაკრები იბრძოლებს და იქ თამაშის უფლებას 24 გუნდი მოიპოვებს. თუმცა, ოთხი საგზურის მფლობელი უკვე ცნობილი: ევროპის მოქმედი ჩემპიონი დანია და ევრო-2028-ის თანამასპინძელები – ესპანეთი, პორტუგალია და შვეიცარია. ასე რომ, გამოსავლენია დარჩენილი 20 საგზურის მფლობელთა ვინაობა.

გუნდები რვა ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდა. ჯგუფის პირველ-მეორე ადგილოსნები და და ოთხი საუკეთესო მესამეადგილოსანი ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საგზურს მიიღებს.

ჯგუფური ეტაპი ნოემბერში აიღებს სტარტს, გაგრძელდება 2027 წლის მარტში და დასრულდება მაისში.

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ხელბურთი