გამოგვიწერეთ

ხელბურთი

ტიტე კალანდაძემ შემადგენლობა დაასახელა

გააზიარეთ

19 და 21 მარტს საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფლეი ოფის მატჩებს ისრაელის ნაკრებთან ითამაშებს. თავდაპირველად მატჩები საქართველოსა და ისრაელში უნდა გამართულიყო, მაგრამ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გამო ორივე თამაშს საქართველო, კერძოდ კი, თელავი უმასპინძლებს.

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით ჩვენ უკვე კახეთში ვიმყოფებით და ამ მატჩების შესახებ ყველა ინფორმაციას ადგილიდან მოგაწვდით.

სანამ საქართველოს ნაკრების ღია ვარჯიში დაიწყება, მანამდე გეტყვით, რომ ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ტიტე კალანდაძემ ის შემადგენლობა დაასახელა, რომლებიც მონაწილეობას მოახლოვებულ მატჩებში მიიღებენ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ზურაბ ცინცაძე, დავით ნიქაბაძე;

მოედნის მოთამაშეები: გიორგი ლაპიაშვილი, ვახტანგ ხელისუფალი, ხაზეინ რუსტამოვი, გიორგი არეშიძე, ირაკლი კბილაშვილი, გიორგი ცხოვრებაძე, ნიკოლოზ ბიბლაია, ნიკოლოზ კალანდაძე, დავით გრიშიკაშვილი, ლუკა ლანჩავა, მირიან გავაშელიშვილი, ლევან იმნაძე, საბა ბუიღლიშვილი, ნიკოლოზ მამულაშვილი, გიორგი დიხამინჯია.

ამ წყვილში გამარჯვებული მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ხელბურთი