გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

კაცნაკლულმა სამგურალმა კოლხეთი დაამარცხა

გააზიარეთ

გაიმართა ეროვნული ლიგის მე-19 ტურის მეორე მატჩი, სადაც წყალტუბოს სამგურალი შინ ფოთის კოლხეთს დაუხვდა და 2:0 მოუგო.

მასპინძლებმა თითქმის მთელი მატჩი კაცნაკლულებმა ითამაშეს, რადგან მერვე წუთზე ჯეფერსონ ჯერალდო გაუგდეს. შედეგად, ფოთელებს ტეროტორიული უპირატესობა კი ჰქონდათ, მომენტებიც შემქნეს, მაგრამ მეკარე ყალიჩავა კარგად ირჯებოდა. ვერ გაიტანა კოლხეთმა და შანსი ხელიდან არ გაუშვა სამგურალმა – წყალტუბოელებმა ტაიმის ბოლოს კუთხური მოაწოდეს და ველისოლის დარტყმის შემდეგ ანგარიში გაიხსნა.

შესვენების შემდეგ კლხეთის მწვრთნელი კახა ჩხეტიანი შეეცადა მატჩში გარდატეხა შეეტანა, ცვლილებებსაც მიმართა. თუმცა, სამგურალმა თავი კარგად დაიცვა. ის კი არა, კონტრშეტევისას პენალტის დარტყმის უფლებაც მიიღო, რომელიც გიორგი ფანცულაიამ გოლად აქცია.

კოლხეთი 13 ქულით ბოლო ადგილზე რჩება, სამგურალს კი 21 ქულა მოუგროვდა და ამ დროისთვის მეექვსე ადგილზეა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი