გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

კოლხეთი გავარდა, ჩემპიონობისთვის ბრძოლა გრძელდება

გააზიარეთ

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 34-ე ტური დასრულდა. დღის სამი მატჩიდან სამივეში მასპინძლებმა მოიგეს. ცხრილში ორხელისუფლებიანობაა – იბერიელები ურთიერთშეხვედრებში უპირატესობით უსწრებენ გორელებს.

დილა-სამგურალი 2:1

გორელებმა პირველ ტაიმში გაიტანეს ორი გოლი: ჯერ დეო ბასინგამ ისარგებლა ვინისიუსის შეცდომით და ახლო მანძილიდან დარტყმით გახსნა ანგარიში; მერე აბუბაქარ კონტემ მოახერხა სხვაობის გაზრდა.

სამგურალმა მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე გაიტანა – სებოლინიას ჩაწოდების მერე ირაკლი ჯანჯღავამ თავით შეაგდო.

დილა მეორე ადგილზეა, ხოლო სამგურალი მეშვიდეზე. წყალტუბოელებს ჯერ არ გაუნაღდებიათ ეროვნულ ლიგაში დარჩენა.

იბერია-დინამო (თბ) 1:0

მოქმედმა ჩემპიონმა იბერია 1999-მა კვლავ გაიმარჯვა. თბილისურ დერბიში დინამოს 1:0 მოუგო და ლიდერობა შეინარჩუნა.

ეს ერთადერთი გოლი 81-ე წუთზე ამირან ძაგანიამ გაიტანა იბერია 1999 მომდევნო ტურში სტუმრად გარეჯთან ითამაშებს, ბოლოს კი გაგრას უმასპინძლებს. ორივე შეხვედრის მოგების შემთხვევაში, ჩემპიონიც გახდება.

დინამო თბილისი კი მეოთხე ადგილზეა.

ტორპედო-კოლხეთი 4:0

ქუთაისის ტორპედომ დიდი ანგარიშით დაამარცხა ფოთის კოლხეთი, რომელიც მომდევნო სეზონს ლიგა 2-ში დაიწყებს. ტორპედო კი მესამე პოზიციაზეა: გუნდმა ბოლო 10 მატჩიდან 8 მოიგო.

პირველი გოლი პაატა ღუდუშაურმა გაიტანა; პირველივე ტაიმში სერბმა კომნენ ანდრიჩმა თავურით გაზარდა სხვაობა; 52-ე წუთზე თავისი გოლი მიითვალა ბიორნ იონსენმა. ნორვეგიელს 19 გოლი მოუგროვდა, ბომბარდირთა დავაში ლიდერობს და სამი ბურთით უსწრებს სამგურალის ფორვარდ გიორგი ფანცულაიას; მატჩის ბოლო გოლი კი ვლადიმერ მამუჩაშვილისა იყო. მან შორიდან გაგზავნა ბურთი კარში – 4:0.

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი