გამოგვიწერეთ

MMA

ლეგენდარული ქართველი ძიუდოისტი MMA-ში გადადის

გააზიარეთ

ქართველი ძიუდოს ერთ–ერთ ყველაზე ცნობილ სახეს, ბექა ღვინიაშვილს, სავარაუდოდ ახალი კარიერა ელის. სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, 29 წლის სპორტსმენი, რომელიც წლებია -90კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ერთ–ერთი ლიდერია, აქტიურად განიხილავს ძიუდოდან MMA–ში გადასვლას.

ინფორმაციას სოციალურ ქსელში ქართველი ბლოგერი, გიორგი ქოქიაშვილი ავრცელებს:

„არაერთმა წყარომ დამიდასტურა, რომ ქართული ძიუდოს (-90კგ) 29 წლის ვარსკვლავი ბექა ღვინიაშვილი MMA-ში იბრძოლებს და მისი დებიუტი 2025 წლის ბოლომდე შედგება. უდიდესი ალბათობით, ეს უკვე შემოდგომაზე მოხდება,“ – წერს ქოქიაშვილი.

თუ ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა, ღვინიაშვილი გახდება ერთ–ერთი პირველი ქართველი ძიუდოისტი, რომელიც წარმატებული კარიერის შემდეგ საბრძოლო ხელოვნების სხვა სფეროში, კონკრეტულად კი MMA-ში გადავა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად MMA