
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-15 ტური სამი მატჩით დასრულდა. წააგო ჩემპიონატის ლიდერმა და ცხრილის ზედა ნაწილში ვითარება დაიძაბა.
სამგურალი-იბერია 3:2
1:0, 2:0 ველისოლი (37პ; 44); 3:0 სებოლინია (51); 3:1, 3:2 ჯინჯოლავა (92პ; 97)
წყალტუბოელებმა მოქმედ ჩემპიონსა და მიმდინარე სეზონის ლიდერს მოუგეს. პირველი ტაიმის შვიდწუთიან მონაკვეთში სამგურალმა ორჯერ გაიტანა: ჯერ ბრაზილიელმა კლაუდიო სებოლინიამ პენალტი მოიპოვა და ველისოლმა გოლად აქცია; მერე სებოლინიამ უკვე საგოლე პასი გაუკეთა ველისოლს და ტაიმიც 2:0 მორჩა.
დაიწყო მეორე ტაიმი და სებოლინიამ თავადაც გაიტანა – ნიკო ცეცხლაძის პასის მერე ტექნიკურად დაარტყა.
იბერიამ მხოლოდ მსაჯის მიერ დამატებულ წუთებში გამოიფხიზლა, ორი გოლი გაიტანა და ორივე გუნდის კაპიტანმა გიორგი ჯინჯოლავამ: ჯერ 11 მეტრიდან შეაგდო, მერე კი 25 მეტრიდან დააქუხა – 3:2.
იბერია ისევ ლიდერია, მაგრამ ტორპედოს მხოლოდ ქულითღა უსწრებს.
სპაერი-მეშახტე 2:1
1:0 პიმენტელი (45სკ); 2:0 ჩაგუნავა (85); 2:1 ღურწკაია (90პ)
თბილისის სპაერს კარგი სტარტის მერე ჩავარდნა ჰქონდა, მაგრამ ბოლო ტურებში აზუკა კიღურაძის გაწვრთნილი გუნდი ისევ კარგია. ამჯერად ტყიბულის მეშახტეს 2:1 მოუგეს და ცხრილის შუაში არიან. აი, მეშახტე კი ზედიზედ მეექვსედ დამარცხდა.
პირველი ტაიმი მთავრდებოდა, როცა მასპინძლები დაწინაურდნენ: ზურაბ გოლუბიანმა ჩააწოდა და… ერიკ პიმენტელმა საკუთარ კარში შეაგდო.
ამის შემდეგ გოლები მხოლოდ თამაშის ბოლოს გავიდა: გიგა სამხარაძემ შორიდან დაარტყა, მეკარე ლევან შოვნაძემ ბურთი კი მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ნიკა ჩაგუნავამ იმარჯვა და სპაერი ორი ბურთით დაწინაურდა; მსაჯის მიერ დამატებულ დროში კი მეშახტემ პენალტის უფლება მიიღო და დიმიტრი ღურწკაიამ სხვაობა შეამცირა.
დინამო (ბთ)-რუსთავი 1:0
1:0 კოხრეიძე (59)
ბათუმელებს კარგი სერია აქვთ – ბოლო ექვს მატჩში14 ქულა აიღეს.
ერთადერთი გოლი ბათუმში 59-ე წუთზე გავიდა: ლუკა წულუკიძემ ქუსლით გააყოლა ბურთი ლუკა ლაკვეხელიანს, რომელმაც ჩააწოდა და გიორგი კოხრეიძემ ერთი შეხებით გადაგზავნა კარში.
დინამო ბათუმი პირველი წრის მერე ბოლო ადგილზე იყო, ახლა კი, მეხუთეზეა. რუსთავი მესამე პოზიციაზე რჩება.
სატურნირო ცხრილი:
1.იბერია 15 8 3 4 22-14 27
2.ტორპედო 15 7 5 3 26-12 26
3.რუსთავი 15 6 5 4 17-13 23
4.დინამო (თბ) 15 5 7 3 17-14 22
5.დინამო (ბთ) 15 5 6 4 21-23 21
6.სპაერი 15 5 5 5 22-19 20
7.დილა 15 6 2 7 11-12 20
8.სამგურალი 15 5 3 7 17-24 18
9.გაგრა 15 3 5 7 13-21 14
10.მეშახტე 15 1 7 7 10-24 10
იხილე მეტი
-
კალათბურთი
/ 36 წუთი agoFIBA-მ საქართველოს შანსი დაუტოვა
გააზიარეთFIBA-მ 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაციის მეორე ეტაპის ჯგუფები მიმოიხილა და, ცხადია, საქართველოს ნაკრების...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ჩოგბურთი
/ 6 საათის agoბოქლვაძემ რუსი დაამარცხა და რუსს შეხვდება
გააზიარეთUSA open-ის საკვალიფიკაციო ეტაპი მარიამ ბოლქვაძემ წარმატებით დაიწყო. ჩვენებურმა პირველ წრეში რუსი ერიკა ანდრეევა...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ჩოგბურთი
/ 12 საათის agoUSA open-ზე მოსახვედრად სამი ქართველი იბრძოლებს
გააზიარეთაშშ-ს ღია პირველობის ძირითად ბადეში მოსახვედრად სამი ქართველი ჩოგბურთელი იბრძოლებს – ნიკოლოზ ბასილაშვილი, მარიამ...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი