
საქართველოს ნაკრებმა ივნისის ამხნაგური მატჩებისთვის მზადება დაიწყო. პირველი ვარჯიში მიხეილ მესხი 2-ზე გაიმართა და საწვრთნელ პროცესში 16 ფეხბურთელი მონაწილეობდა: ლუკა გუგეშაშვილი, გურამ კაშია, ლუკა ლოჩოშვილი, საბა გოგლიჩიძე, ივა გელაშვილი, ილია ბერიაშვილი, ირაკლი აზაროვი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ანზორ მექვაბიშვილი, ნიკა გაგნიძე, ირაკლი ეგოიანი, გიზო მამაგეიშვილი, გიორგი კვერნაძე, ბუდუ ზივზივაძე და გიორგი ქვილითაია. დანარჩენები გუნდს მოგვიანებით შეუერთდებიან.
შეგახსენებთ, ზაფხულის სანაკრებო პაუზის ფარგლებში ვილი სანიოლის გუნდი ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. 2 ივნისს, რუმინეთის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების კაპიტანი, გურამ კაშია, ბოლო სანაკრებო მატჩს ჩაატარებს. 5 ივნისს, ნაკრების მეტოქე ბაჰრეინის ეროვნული ნაკრები იქნება. ორივე შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
მოახლოებული მატჩების შესახებ ეროვნული გუნდის და რუმინული კრაიოვას ნახევარმცველმა, ანზორ მექვაბიშვილმა ისაუბრა.
ანზორ მექვაბიშვილი:
„მოახლოებული მატჩებისთვის მზადება დავიწყეთ. რა თქმა უნდა, ხანგრძლივი სეზონის შემდეგ ამხანაგური მატჩების ჩატარება რთულია, მაგრამ ერთა ლიგამდე ეს ბოლო თამაშებია. რუმინეთთან საინტერესო მატჩს ველი. კარგად ვიცი მათი ძლიერი მხარეები. ჩვენს მსგავსად, კარგად იასპარეზეს ევროპის ჩემპიონატზე. ახალი მწვრთნელი და ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავთ. არ იქნება მარტივი თამაში. თუმცა, ვფიქრობ, ყველა სერიოზულად არის განწყობილი და მაქსიმალურად გამოვიყენებთ ამ შეკრებას ერთა ლიგისთვის მოსამზადებლად“.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (ატრომიტოსი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა);
მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი, გერმანია), საბა გოგლიჩიძე (უოტფორდი, ინგლისი), ლაშა დვალი (ცსკა, ბულგარეთი), ლუკა გადრანი (ბეითარი, ისრაელი), ილია ბერიაშვილი (მტკ, უნგრეთი), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა), ივა გელაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი), საბა ხარებაშვილი (დინამო თბ);
ნახევარდაცვა: ოთარ კიტეიშვილი, გიზი მამაგეიშვილი (ორივე შტურმი, ავსტრია), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), ირაკლი ეგოიანი (ექსელსიორი, ნიდერლანდები), საბა ლობჟანიძე (ატლანტა, აშშ), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი);
თავდასხმა: გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი, ესპანეთი), გიორგი ქვილითაია (მეცი, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი).
იხილე მეტი
-
ლეგიონერები
/ 7 საათის agoმიქაუტაძის პენალტი და გოლი ვილიარეალმა ვერ შეირგო
გააზიარეთგიორგი მიქაუტაძემ წლევანდელი სეზონის გოლების ანგარიში ლა ლიგის მეორე ტურში გახსნა. ჩვენებურის ვილიარეალი ატლეტიკოს...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
კალათბურთი
/ 7 საათის agoსაქართველომ ისრაელს ამხანაგურად აჯობა
გააზიარეთ2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წინ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მეორე მოსამზადებელი მატჩი...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ტრანსფერები
/ 2 დღის agoტოტენჰემმა ტრანფერებში უკვე 350 მილიონზე მეტი დახარჯა
გააზიარეთლონდონის ტოტენჰემმა ბრაზილიელ სავინიოსთან და მის აწ უკვე ყოფილ კლუბ მანჩესტერ სიტისთან ყველა დეტალი...
ავტორი Giorgig