გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

ლუკა ხარატიშვილი კარიერას ჩეხეთში გააგრძელებს

გააზიარეთ

ბათუმის დინამოს მეკარის, ლუკა ხარატიშვილის ახალი გუნდი ცნობილია.

როგორც LaGazzetta.ge იუწყება, ხარატიშვილი კარიერას ჩეხურ პარდუბიცეში გააგრძელებს. ახალგაზრდა გოლკიპერი გუნდთან 1-წლიანი იჯარის წესით დადასტურებული კონტრაქტით გაწევრიანდება. გუნდს გამოსყიდვის შესაძლებლობაც ექნება.

დღეს ხარატიშვილი ჩეხეთში გაფრინდება, სადაც ჯერ სამედიცინო შემოწმება გაივლის.

22 წლის მეკარემ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე შესანიშნავი თამაში აჩვენა.

ცნობისთვის, პარდუბიცე მიმდინარე სეზონს ჩეხეთის ჩემპიონატში რთულად იწყებს და ცხრილის ქვედა ნაწილში იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ ხარატიშვილის ტრანსფერი თურქულ ეიუპსპორში რამდენიმე კვირის წინ  ჩავარდა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი