გამოგვიწერეთ

კალათბურთი

მამუკელაშვილის 13 ქულა და ტორონტოს მარცხი

გააზიარეთ

NBA-ში რეგულარული სეზონის მორიგი სათამაში დღე იყო და საქმეში სანდრო მამუკელაშვილის ტორონტოც ვნახეთ. ჩვენებური გუნდს ერთმატჩიანი უქმობის შემდეგ დაუბრუნდა, მაგრამ ლოს ანჯელეს კლიპერსთან მარცხისგან ვერ იხსნა – 117:121.

არადა, მამუკელაშვილი გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო: მოუხედავად იმისა, რომ მატჩი ოვერტაიმში გადავიდა, სანდრომ პარკეტზე 22:10 წუთი გაატარა, რა დროშიც გუნდს 13 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი შეაშველა. მამუმ ექვსივე ორქულიანი და ერთადერთი საჯარიმო ჩააგდო, ხოლო სამივე სამქულიანი ააცილა. პასივში ერთი დაკარგვა ჰქონდა, ხოლო მისი მოედანზე ყოფნისას ტორონტომ მეტოქეზე 13 ქულით მეტი ჩააგდო, რაც გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

ტორონტო 24 მოგებითა და 18 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი, მეორე ლოსანჟელესურ გუნდთან, ლეიკერსთან ითამაშებს.

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად კალათბურთი