გამოგვიწერეთ

კალათბურთი

შენგელიას ბარსელონა მადრიდში შერცხვა

გააზიარეთ

ევროლიგის მორიგ ტურში თორნიკე შენგელიას ბარსელონა მადრიდის რეალს ესტუმრა და 61:80 შერცხვა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი საქმეში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მარგი ქმედების კოეფიციენტით გუნდში საუკეთესო იყო. თოკომ პარკეტზე 21:16 წუთი დაჰყო, რა დროშიც 10 ქულა, 1 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.

შენგელიამ ორიდან ერთი ორქულიანი, ორივე სამქულიანი და ოთხიდან ორი საჯარიმო ჩააგდო. პასივში ორი დაკარგვა ჰქონდა, ხოლო სარგებლიანობის კოეფიციენტი – 12.

ბარსელონას 14 მოგების წი რვა მარცხი გაუხდა და სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილამდე დაქვეითდა. კატალონიელები მომდევნო მატჩს შინ, დუბაისთან ითამაშებენ.

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი