გამოგვიწერეთ

კალათბურთი

მამუკელაშვილი: ლეიკერსში მხოლოდ მოგებაზე ფიქრობ

გააზიარეთ

სანდრო მამუკელაშვილს ლოს ანჯელეს ლეიკერსის მაისურით ჯერ არ უთამაშია, მაგრამ ახალი გუნდის მატჩს უკვე დაესწრო. ეს მოხდა საზაფხულო ლიგის მატჩზე, სადაც ლეიკერსი დალას მავერიკსს გაეჯიბრა.

ჩვენებურთან მცირე ინტერვიუ New York Post-ში გამოქვეყნდა.

სანდრო მამუკელაშვილი:

„ამ კლუბის სახელის ხსენებაც საოცარ ემოციებს იწვევს. აქ ლეგენდები თამაშობდნენ და ძალიან მაღალი დონის ორგანიზაციაა. ლეიკერსი ისტორიის ახალი თავის დაწერას იწყებს და, საოცარი შეგრძნებაა, რომ მეც ამ ყველაფრის ნაწილი ვარ. როდესაც 2K-ს ვთამაშობდი ვერ წარმოვიდგენდი, რომ ოდესღაც ლეიკერსის წევრი გავხდებოდი. ძალიან აღელვებული და ბედნიერი ვარ. გუნდს დიდებული სამწვრთნელო შტაბი ჰყავს. მოუთმენლად ველი როდის მომეცემა ახალი მაისურის ჩაცმის საშუალება. მინდა რაც შეიძლება მალე აღმოვჩნდე მოედანზე და ყველა მატჩში ბოლომდე დავიხარჯო. როდესაც ლეიკერსში თამაშობ, შეუძლებელია, მოგების გარდა სხვა რამეზე ფიქრობდე.

ლეიკერსში ჩემში იმ კალათბურთელს ხედავენ, რომელსაც სხვადასხვა პოზიციებზე თამაში შეუძლია. ასევე იციან, რომ თავდადების მხრივ პრობლემა არ მექნება, ერთი წამითაც არ მოვდუნდები და მხოლოდ გამარჯვებაზე ვიფიქრებ. როდესაც გუნდში ლუკა დონჩიჩისა და ოსტინ რივზის კალიბრის კალათბურთელები არიან, უკვე იცი, რომ შეტევაში ბევრი ოფცია გექნება. იმედი მაქვს, რომ პერიმეტრის კუთხეებიდან შეტევის შანსს ხშირად მივიღებ და მერე უკვე ყველაფერი საკუთარ თავზე იქნება დამოკიდებული“.

შეგახსენებთ, მამუ ლოს ანჯელეს ლეიკერსში ცოტა ხნის წინ გადავიდა და ამის გამო საქართველოს ნაკრების თამაშების გამოტოვება მოუხდა.

მამუკელაშვილი ლეიკერსში ტორონტო გადავიდა, სადაც გასულ სეზონის 80 მატჩში, საშუალოდ 21,9 წუთში 11,2 ქულას, 4.9 მოხსნას და 1.9 პასს აგროვებდა. ფლეი ოფში კი, 14.9 წუთში ჩვენებურის მონაგარი 5.0 ქულა, 5.0 მოხსნა და 1.0 პასი იყო.

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი