გამოგვიწერეთ

კალათბურთი

საქართველოს მეტოქეები და კალენდარი ცნობილია

გააზიარეთ

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს 2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლა ჯერ კიდევ ორი ტურის წინ ჰქონდა განაღდებული. თუმცა, იქ გუნდებს ყველა ქულა მიჰყვებათ, ამიტომაც ესპანეთის დამარცხებით მუნდიალზე მოხვედრის მშვენიერი პლაცდარმი შეიქმნა.

ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდი A ჯგუფში იყო, სადაც პირველი ადგილი ესპანეთმა (5-1) დაიკავა, მეორე – უკრაინამ (4-2), ხოლო ჩვენები (3-3) მესამე ადგილზე გავიდნენ.

ახლა ეს სამეული B ჯგუფის საუკეთესო სამეულს დაუპირისპირდება, საიდანაც მონტენეგრო (4-2), პორტუგალია (3-3) და საბერძნეთი (3-3) გავიდნენ.

ერთიანი ცხრილი ასე გამოიყურება:

ესპანეთი – 11 ქულა; მონტენეგრო და უკრაინა – 10-10; საქართველო, საბერძნეთი და პორტუგალია – 9-9.

ცნობილია კალენდარიც, რომელიც წელს აგვისტოში დაიწყება და გაისად 1 მარტს დასრულდება:

28 აგვისტო: ესპანეთი-პორტუგალია; უკრაინა-საბერძნეთი; საქართველო-მონტენეგრო;

31 აგვისტო: საბერძნეთი-ესპანეთი; მონტენეგრო-უკრაინა; პორტუგალია-საქართველო;

26 ნოემბერი: მონტენეგრო-ესპანეთი; პორტუგალია-უკრაინა; საბერძნეთი-საქართველო;

29 ნოემბერი: ესპანეთი-საბერძნეთი; უკრაინა-მონტენეგრო; საქართველო-პორტუგალია;

26 თებერვალი: პორტუგალია-ესპანეთი; საბერძნეთი-უკრაინა; მონტენეგრო-საქართველო;

1 მარტი: ესპანეთი-მონტენეგრო; უკრაინა-პორტუგალია; საქართველო-საბერძნეთი.

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად კალათბურთი