გამოგვიწერეთ

კალათბურთი

მამუკელაშვილი: მთავარია გააზრება, რომ NBA-ს ვეკუთნი

გააზიარეთ

სანდრო მამუკელაშვილისთვის მიმდინარე სეზონი უკვე დასრულდა. ჩვენებურს ტორონტოში თამაში კიდევ ერთი წელი შეუძლია, მაგრამ თუ მისი სურვილი იქნება, ზაფხულში თავისუფალი აგენტიც გახდება ამის შესახებ მამუმ მედიასთან ისაუბრა.

სანდრო მამუკელაშვილი:

„ვფიქრობ, ბევრმა არ იცის, მაგრამ გასულ წელს სხვა გუნდებიდან საკმაოდ დიდ თანხებს მთავაზობდნენ. თუმცა, ჩემთვის მთავარი პრიორიტეტია: მე კალათბურთელი ვარ და კონკურენიაში მჭირდება, მინდა გამარჯვებები და ამ გამარჯვებების მნიშვნელოვანი ნაწილი ვიყო…

ამ ზაფხულსაც იგივე იქნება, მაგრამ ჯერ უნდა გავიგო, რომელ გუნდში ჩავჯდები ყველაზე კარგად და რომელ გუნდში რა როლი შემიძლია ვითამაშო. იმედი მაქვს, ეს ისევ ტორონტოში იქნება…

მიყვარს ტორონტო, გულშემატკივარი, ორგანიზაცია და მწვრთნელი დარკო რაიკოვიჩი. ის არის ადამიანი, რომელმაც მომცა შანსი, რომ მოედანზე გავიდე და ვიყო საკუთარი თავი…

მჯერა, რომ კიდევ ბევრად მეტი შემიძლია და ბევრად უკეთესი გავხდები…

ვფიქრობ, მთავარია იმის გააზრება, რომ აქაურობას ვეკუთვნი და შემიძლია ვიყო NBA-ს მოთამაშე, როტაციის წევრი. მინდა ასე გავაგრძელო და მაქსიმალურად კარგი გზა ვიპოვო, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო გავუმჯობესო თავი“.

გეტყვით, რომ მამუკელაშვილმა რეგულარულ სეზონში 80 მატჩი ითამაშა. მისი მონაგარი კი ასეთია: საშუალოდ 21.9 წუთი, 11.2 ქულა, 4.9 მოხსნა და 1.9 პასი. სანდროს ფლეი ოფში უფრო მოკრძალებული როლი ჰქონდა: საშუალოდ 14.9 წუთი, 5.0 ქულა, 5.0 მოხსნა, 1.0 პასი.

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად კალათბურთი