გამოგვიწერეთ

კალათბურთი

NBA-ში ქართველებისთვის სეზონი დასრულდა

გააზიარეთ

NBA-ში ქართველებმა გამოსვლა დაასრულეს. ორივე ჩვენებურის გუნდს ბოლო, მეშვიდე მატჩი ჰქონდა და ორივე მათგანი დამარცხდა. ცუდი ის არის, რომ გადამწყვეტ თამაშებში მწვრთნელები ჩვენებურებს ნაკლებად ენდნენ.

სანდრო მამუკელაშვილის ტორონტო კლივლენდს ესტუმრა და 102:114 დამარცხდა. მამუმ პარკეტზე მხოლოდ 8:52 წუთი გაატარა, რა დროშიც 6 ქულის დაგროვება მოასწრო. სანდრომ ოთხიდან სამი ორქულიანი ჩააგდო, ორი სამქულიანი და ერთი საჯარიმო კი ააცილა. პასივში ერთი დაკარგვა ჰქონდა, მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში კი, გუნდმა ცხრა ქულით ნაკლები ჩააგდო.

შემდეგ ეტაპზე კლივლენდი გავიდა, რომელიც დეტროიტს შეხვდება. იმ დეტროიტს, რომელმაც გოგა ბითაძის ორლანდო გააგდო.

დეტროიტელებმა ფლორიდელებს სერია 1:3-დან „ამოუქაჩეს“, ხოლო მეშვიდე მატჩში 116:94 აჯობეს. ამ მარცხში ჩვენებურს ბრალი არ აქვს, რადგან მოედანზე წამითაც არ გასულა.

მოკლედ, ქართველებისთვის სეზონი დასრულებულია…

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი