გამოგვიწერეთ

კალათბურთი

მამუმ და ტორონტომ ატლანტა ისევ დაამარცხეს

გააზიარეთ

NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა. სანდრო მამუკელაშვილის ტორონტო რეპტორსი საკუთარ მოედანზე ატლანტა ჰოუქს დაუხვდა და 118:100 იმარჯვა.

მამუკელაშვილი საქმეში ისევ სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მწვრთნელისგან 22:36 წუთი მიიღო, რა დროშიც საკუთარ გუნდს 12 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი შესძინა. მამუმ ხუთიდან სამი ორქულიანი, ოთხიდან ერთი სამქულიანი და სამიდან სამი საჯარიმო ჩააგდო. პასივში ერთი დაკარგვა ჰქონდა, მისი მოედანზე ყოფნისას კი, კანადურმა გუნდმა ქულით ნაკლები წააგო.

ტორონტო 22 მოგებითა და 15 მარცხით, აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა. მომდევნო მატჩს კი, 8 იანვარს, სტუმრად, შარლოტ ჰორნეტსთან ითამაშებს.

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად კალათბურთი