გამოგვიწერეთ

კალათბურთი

შენგელიას რვა ქულა, კორსანტიას ორმაგი დუბლი

გააზიარეთ

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-14 ტურში თორნიკე შენგელიას ბარსელონა მადრიდში რეალს ესტუმრა და 105:100 აჯობა.

შენგელიამ 19:20 წუთში 8 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. თოკომ ექვსიდან სამი ორქულიანი და ოთხიდან ორი საჯარიმო ჩააგდო.

ბარსელონას 10 მოგება და ოთხი მარცხი დაუგროვდა და მეოთხე ადგილზეა. მომდევნო ტურში ბარსელონა ბექა ბურჯანაძის გრანადას შეხვდება.

რანგით დაბალ, პრიმერა ლიგაში დუდა სანაძის პალმერ ბასკეტსმა გიორგი კორსანტიას გიპუსკოას უმასპინძლა და 63:71 დამარცხდა.

სანაძემ 19:18 წუთში 5 ქულა და 1 მოხსნა მიითვალა. ჩვენებურმა ექვსიდან ორი ორქულიანი ჩააგდო, ერთი სამქულიანი ააცილა, ხოლო ორი საჯარიმოდან ზუსტი ერთი იყო.

კორსანტიას ბევრად უკეთესი თამაში ჰქონდა: 30:38 წუთი, 16 ქულა, 14 მოხსნა, 3 პასი. თუმცა, სროლები დიდად არ წაუვიდა და 17-დან ხუთი ორქულიანი ჩააგდო, ორიდან ერთი სამქულიანი გამოიყენა და ოთხიდან სამი საჯარიმო.

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად კალათბურთი