გამოგვიწერეთ

კალათბურთი

მამუმ და ტორონტომ ლიდერი დაამარცხეს

გააზიარეთ

სანდრო მამუკელაშვილის ტორონტო რეპტორსმა ბოლო დროს ცოტა აურია, წაგებებს უხშირა და ერთი მონაკვეთი ფლეი ინის ზონაში იყო. თუმცა, ფლეი ოფის ზონაში მალევე დაბრუნდა. ამაში ხელი კონფერენციის ლიდერ დეტროიტ პისტონსთან გამარჯვებამაც შეუწყო – 119:108. გადამწყვეტი მესამე მეოთხედი გამოდგა, რომელიც კანადურმა კლუბმა 34:17 მოიგო.

მამუკელაშვილი საქმეში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 14:52 წუთში 8 ქულა, 5 მოხსნა და 2 ჩაჭრა მოაგროვა. სანდრომ სამიდან ორი ორქულიანი, ოთხიდან ერთი სამქულიანი და ორიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო. პასივში ორი დაკარგა ჰქონდა, მისი მოედანზე ყოფნის დროს კი, გუნდმა რვა ქულით მეტი ჩააგდო.

ტორონტომ 38 მოგება და 29 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზეა. გეტყვით, რომ მეხუთე გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქია (38/28). მამუს გუნდი მომდევნო მატჩს 19 მარტს, სტუმრად, ჩიკაგო ბულსთან ითამაშებს.

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი