გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ხატიაშვილი და ბასკონია ევროლიგის მოსაგებად იბრძვიან

გააზიარეთ

ახალგაზრდული ევროლიგის ჯგუფურ ეტაპზე ესპანურმა ბასკონიამ სამივე მატჩი მოიგო და ტურნირის მოსაგებად ბრძოლას აგრძელებს.

ბასკონიას ერთ-ერთი ლიდერი საქართველოს ნაკრების გამთამაშებელი მათე ხატიაშვილია. მათემ სამივე მატჩში ითამაშა. აქედან ორში კი, სერიოზული წვლილი შეიტანა.

პირველ მატჩში, ბერძნულ პანათინაიკოსთან, ხატიაშვილმა 17 ქულა, 4 მოხსნა, 7 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა; ბასკონიამ მეორე ტურში, ბოლონიას 69:65 აჯობა, ხატიაშვილი კი, MVP გახდა. მათემ 19 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 4 ჩაჭრა დააგროვა; მესამე ტურში ბასკონიამ კიდევ ერთი იტალიური გუნდი, ბოლონია 89:82 დაამარცხა. ქართველმა კალათბურთელმა 2 ქულა, 1 მოხსნა და 5 პასი დააგროვა.

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად კალათბურთი