გამოგვიწერეთ

კალათბურთი

მამუ: ბითაძის წინააღმდეგ თამაში განსაკუთრებულია

გააზიარეთ

დღეს დილით სანდრო მამუკელაშვილის ტორონტომ გოგა ბითაძის ორლანდო 139:87 დაამარცხა. მამუკელაშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, რის შემდეგ ჩვენებურმა კომენტარი გააკეთა.

სანდრო მამუკელაშვილი:

„ბითაძის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის განსაკუთრებულია. ჩვენი დაპირისპირება, ალბათ, მაშინ დაიწყო, როდესაც 6-7 წლის ვიყავით. გოგა მაშინაც ძალიან მაღალი იყო და ერთადერთი, ვინც ჩემთვის დაფარებას ახერხებდა. მაშინ ეს ძალიან არ მომწონდა, რადგანაც ვფიქრობდი – ვინ არის ეს მაღალი ბიჭი? აქამდე, ყველაზე მაღალი მე ვიყავი, ახლა, ის გამოჩნდა…

გოგა ჩემი პირველი ან მეორე მეტოქე იყო, რომლის წინააღმდეგ სათამაშოდაც განსაკუთრებულად მომზადება მიწევდა. ასეთი განწყობა მქონდა – ახლა მთელი ყურადღება უნდა მოვიკრიბო, ჩვენ გოგას წინააღმდეგ ვთამაშობთ…

ნამდვილად მიხარია, რომ ასეთ დონეზე თამაშობს. მოედანზე გადის და საკუთარ სამუშაოს დიდებულად აკეთებს. მაგრად ვგულშემატკივრობ. იმედი მაქვს, ასევე გააგრძელებს და კიდევ უფრო მოუმატებს კიდეც. მის წინააღმდეგ თამაში ჩემთვის ყოველთვის სასიამოვნოა. ის ჩვენი ქვეყნის ნაკრებისთვისაც წარმოუდგენელ სამუშაოს ასრულებს…

ჩემ თამაშს რაც შეეხება, როდესაც გუნდში სკოტი ბარნსის დარი კალათბურთელი გყავს, ყველაფერი ლაგდება და იოლია. ვიცი, როდესაც ბურთს იღებს, პირველ რიგში იმაზე ფიქრობს, კარგ პოზიციაში მყოფი თანაგუნდელი რომ მოძებნოს. მასთან ერთად მოედანზე ყოფნა ნამდვილი სიამოვნებაა. საოცარი IQ გააჩნია, სწრაფად აზროვნებს, ზედმეტს არაფერს აკეთებს და ზუსტად იცის ის მომენტი, როდესაც პასი უნდა გააკეთოს. ასეთი გამთამაშებლის გუნდში ყოლა დიდი ფუფუნებაა. როდესაც შენი უკანახაზელი სამუშაოს ასე მაგრად ასრულებს, შენც ბევრი რამ გამოგდის. როდესაც წინ გავრბივარ, უკან ვიხედები და იმედი მაქვს, რომ მისგან პასს მივიღებ. როგორც წესი, ეს ასეც ხდება ხოლმე“.

NBA-ს მიმდინარე სეზონში მამუკელაშვილმა ტორონტოს 72 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მოედანზე საშუალოდ 21.8 წუთს ატარებს, მისი მონაგარი კი, 11.1 ქულა, 4.9 მოხსნა და 1.8 პასია. გოგას უფრო მოკრძალებული სტატისტიკა აქვს: 56 მატჩი, 14.9 წუთი, 4.7 მოხსნა, 5.7 ქულა, 1.3 პასი და 0.9 დაფარება.

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად კალათბურთი