გამოგვიწერეთ

კალათბურთი

მანუჩარ მარკოიშვილი გალათასარაის მთავარი მწვრთნელია

გააზიარეთ

მანუჩარ მარკოიშვილი თურქული გალათასარაის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნა. ​

ქართველ სპეციალისტს სტამბოლში უკრაინელი სერგეი გლადირიც მიჰყვება. ეს დუეტი ბოლოს ფრანგულ მონაკოში ერთად მუშაობდა, ახლა კი საქმიანობას გალათასარაიში გააგრძელებენ.

მარკოიშვილისთვის გალათასარაი უცხო არ არის – 2013-14 წლების სეზონში გუნდის ღირსებას იცავდა და თურქეთის ჩემპიონიც გახდა.

სტამბოლური კლუბი გამორჩეული და მდიდარი ტრადიციების მქონე ორგანიზაციაა: თურქეთის სუპერლიგის 18-გზის ჩემპიონია; საერთაშორისო სარბიელზე ამჟამად FIBA-ს ჩემპიონთა ლიგაში გამოდის; უდიდეს მიღწევად კი, 2015-16 წლების სეზონში ევროპის თასის (EuroCup) მოგება ითვლება.

აღსანიშნავია, რომ მანუჩარ მარკოიშვილი ამჟამად საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ალექსანდრ ჯიკიჩის ასისტენტიც გახლავთ.

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი