გამოგვიწერეთ

კალათბურთი

მამუ და გოგა ახალი სეზონისთვის ემზადებიან

გააზიარეთ

NBA-ში მორიგი სეზონის წინ გუნდები გამალებით ემზადებიან. უცხო არავისთვის არის, რომ მსოფლიოს ყველაზე მაგარ ლიგაში ორი ქართველი გვეყოლება – სანდრო მამუკელაშვილი და გოგა ბითაძე.

მამუკელაშვილის ლოს ანჯელეს ლეიკერსი გოლდენ სტეიტ უორიორსს გაეჯიბრა და 89:101 დამარცხდა.

სანდრო თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე გატარებულ 20:43 წუთში თავი 10 ქულას, 7 მოხსნას და 2 პასს მოუყარა. მამუმ სამიდან ორი სამქულიანი და ოთხიდან ორი ორქულიანი ჩააგდო. პასივში კი, ერთი დაკარგვა ჰქონდა.

ბითაძის ორლანდო მეჯიქი მშობლიურ „კია სენთერში“ კლივლენდ კავალიერსს დაუხვდა და 132:116 სძლია.

ბითაძემ მოედანზე 19:00 წუთი გაატარა, რა დროშიც მისი მონაგარი 14 ქულა, 6 მოხსნა და 1 ჩაჭრა იყო. გოგამ შვიდიდან ხუთი ორქულიანი და ხუთიდან ოთხი საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და ხუთი პერსონალური ფოლი მიიღო.

რეგულარული სეზონი 22 ოქტომბერს დაიწყება.

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი