გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

მასპინძლების ორი მოგება და ფრე

გააზიარეთ

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 24-ე ტურის სამი მატჩი გაიმართა. ორში მასპინძლებმა მოიგეს, ხოლო ერთშიც ფრე დაფიქსირდა.

დილა-გაგრა 1:0

გორი. თენგიზ ბურჯანაძე

1:0 მენთეშაშვილი (72)

იმდენი საგოლე მომენტი ვნახეთ, სამ მატჩს ეყოფოდა. მეკარეებიც კარგად თამაშობდნენ და მცველებიც. პირველ ტაიმში გაგრა ორჯერ იხსნა ძელმა

გოლი კი ერთი ვნახეთ: დილას ნახევარმცველმა ბლანკსონ ანოფმა შორიდან ძლიერად დაარტყა, ბურთი გზად ლაშა მენთეშაშვილს მოხვდა და რიკოშეტით გავიდა კარში.

იბერია-სამგურალი 2:1

თბილისი. მიხეილ მესხი

1:0 ჯინჯოლავა (12პ); 1:1 გეგეჭკორი (33პ); 2:1 ბოჭორიშვილი (89)

იბერიელებს ზედიზედ ორი მატჩი ჰქონდათ წაგებული, ამჯერად კი დაძაბულ თამაშში მოიგეს.

პირველ ტაიმში ორი პენალტი ვნახეთ: ჯერ ნიკა სიხარულაშვილის წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი გიორგი ჯინჯოლავამ გამოიყენა; მერე სამგურალმა გაათანაბრა – თორნიკე გაფრინდაშვილის მოპოვებული პენალტი გოლად ლევან გეგეჭკორმა აქცია.

გადამწყვეტი გოლი 89-ე წუთზე გავიდა: არეულობაში ყველაზე კარგად ნიკოლოზ ბოჭორიშვილმა და ეროვნულ ლიგაში სადებიუტო გოლით იბერიას სამი ქულა მოუტანა.

მეშახტე-სპაერი 2:2

წყალტუბო. 26 მაისი

1:0 სიხარული (14); 2:0 ბურდული (22); 2:1 გეგიაძე (36); 2:2 სამხარაძე (54)

აუტსაიდერი ტყიბულის მეშახტე ორი ბურთის სხვაობით უგებდა თბილისის სპაერს, საბოლოოდ კი, ფრედ დასრულდა.

მეშახტე ირაკლი სიხარულიძის თავურით დაწინაურდა, რასაც მალე მოჰყვა გიორგი ბურდულის ზუსტი დარტყმა – 2:0. ორივე გოლის დროს საგოლე პასი ბექა გაბისკირიამ გააკეთა.

სპაერმა პირველ ტაიმში შეამცირა სხვაობა: საბა გეგიაძის მშვენიერი ინდივიდუალური გარღვევა და ახლო კუთხეში დარტყმა; მეორე ტაიმში კი, გიგა სამხარაძემ ბურთი შორიდან ცხრიანში გაუშვა და ლამაზი გოლი გაიტანა.

სატურნირო ცხრილი:

1.რუსთავი 24 12 6 6 30-20 42

2.დინამო (ბთ) 24 11 7 6 39-32 40

3.დინამო (თბ) 22 10 7 5 35-26 37

4.იბერია 22 11 4 7 32-25 37

5.დილა 23 10 3 10 28-24 33

6.სამგურალი 24 9 5 10 33-43 32

7.ტორპედო 23 8 7 8 36-27 31

8.გაგრა 24 6 9 9 23-31 27

9.სპაერი 24 5 9 10 32-37 24

10.მეშახტე 24 2 9 13 19-42 14

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი