გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ეგოიანი არ ჩერდება – გოლს პლუს პასი

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრებისა და ექსელსიორის ნახევარმცველი ირაკლი იეგოიანმა შესანიშნავ ფორმაშია. ჩვენებურმა ერედივიზიეს სეზონი მოსალოდნელზე ბევრად უკეთესად დაიწყო და ოთხ მატჩში უკვე ორი გოლი და სამი საგოლე პასი აქვს.

მეხუთე ტურში ეგოიანის კარგი თამაშის წყალობით ექსელსიორმა ტილბურგს სტუმრად 3:0 აჯობა, ირაკლიმ კი, გოლი და პასი მიითვალა.

როტერდამელებმა ანგარიში მე-8 წუთზე გახსნეს – ეგოიანის პასი მარჯვენა ფლანგიდან და დავიდ გარდენის გოლი; მერე მეისენმა გაიტანა, ხოლო მატჩის მიწურულს, ეგოიანმა მეტოქის ნახევარზე მეკარის პასი მიიღო, ინდივიდუალიზმის ხარჯზე შეაგდო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ახალგაზრდა ქართველ ნახევარმცველს მოედანზე ყველაზე მაღალი შეფასება ჰქონდა.

როგორც გითხარით, ირაკლის უკვე ორი გოლი და სამი საგოლე პასი აქვს, რაც ლიგაში მე-14 მაჩვენებელია. თუმცა, გუნდს თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული და ამ გამოტოვებულ მატჩს 8 სექტემბერს სტუმრად ნაიმეგენთან ჩაატარებს.

რაც შეეხება თავად ექსელსიორს, სამი მოგება აქვს და ცხრა ქულით სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა.

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები