გამოგვიწერეთ

ნაკრები

მოგება უკეთესი ხარისხის მოლოდინში

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრებმა მარტის მეორე სანაკრებო ფანჯრის დროს მეორე ამხანაგური მატჩი გამართა ლიეტუვა სტუმრად  2:0 დაამარცხა.

ამაში ცუდი არაფერის. პირიქით, მოგების გემო გავიხსენეთ და იქნებ ეს მუხტი დიდხანს გაგყვეს. თუმცა, თამაშის ხარისხიდან გამოდინარე, ოპტიმისტურად განწყობილი ვერ ვიქნებით.

ლიეტუვის ნაკრები არ არის ის საზომი, რომლის მიხედვით ჩვენი გუნდის სიძლიერეზე ვისაუბროთ. პირიქით, ვფიქრობთ, უკეთესი ხარისხის ფეხბურთი უნდა გვეჩვენებინა. არ გამოვიდა. მოვიგეთ იმიტომ, რომ მეტოქე იყო სუსტი.

კიდევ ერთი რამ: ვილი სანიოლიმ არ იცის რომელ გუნდთან რა სისტემით ითამაშოს. ცოტა არ იყოს უხერხული სანახავია, როდესაც ესპანეთს ოთხი მცველით ეთამაშები და ლიეტუვას – ხუთით. ვერ მოარგო ფრანგმა სპეციალისტმა საქართველოს ნაკრებს კონკრეტულა სქემა და სისტემა.

ჰო, გოლები გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა და ნაკრებში გატანილი გოლების რაოდენობით სამი დღის წინ გასწრებული ხვიჩა კვარაცხელია ისევ უკან მოიტოვა.

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ნაკრები